სანამ ენგურჰესი გაჩერებული იქნება, აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან მიიღებს და ხარჯებსაც დე ფაქტო მთავრობა თავად დაფარავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 291 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 85 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმედაა 31 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 62 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრია.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება დასრულდა. სამუშაოები რეგ. ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 497 777 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ს.ს "არქეოპოლისი" ასრულებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.