თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. ლენჯერს უკავშირდება, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
ამ დროიმდე, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1336 მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 1088 პაციენტი, გარდაცვლილია 17 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7ვ597 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტი რჩება.