ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლას, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ინიციატივით, შესაძლოა ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის სახელი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერულ საკითხთა კომისია წევრებმა დღეს განიხილეს. საკითხზე დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე ხვალ იმსჯელებენ.
17:34 / 04.07.2019