„სამეგრელო ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის თანამოაზრეებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა, სადაც ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა.
რუსთაველის გამზირზე დაშავებული ზუგდიდელი მსახიობის დემეტრე ნაყოფიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, შეუნარჩუნდება თუ არა მარცხენა თვალზე მხედველობა, მისი მეგობრების ინფორმაციით, ექიმებმა ჯერ არ იციან.
ზუგდიდში გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა გააპროტესტეს ადგილობრივებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სენაკის მერიის თანამშრომელი ირმა კუპრეიშვილი, რომლის ფეისბუქ გვერდზე გუშინ თბილისში აქციის ძალის გამოყენებით დაშლის პარალელურად პოსტები იწერებოდა, ავტორობას უარყოფს.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია სახელწოდებით „ვერ დაგვაბრმავებთ“ დაიგეგმა. სოციალურ ქსელში შეკრება სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ დაანონსა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაადასტურა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა, აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თვალი დაუთმოს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.