ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან ერთ-ერთ ადგილობრივს ხელში სიები უჭირავს, რომლებშიც ამომრჩევლის პირადი ნომრები წერია. მისი თქმით, ის თავისთვის ინიშნავს ინფორმაციას და ითვლის, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე.
ზუგდიდში, კომბინატში განთავსებულ 26-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის კამათით დაიწყო.
ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური 87-ე უბანთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაისჯება ნებისმიერი პირი, ვინც კანონს დაარღვევს,
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, მათმა კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ღირსეული კამპანია აწარმოა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.