ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთი 91 დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 176 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებიდან ერთ-ერთი, 65 წლამდე მამაკაცი გალში აფხაზური მხარის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენეს.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შამგონაში, მდინარე ენგურთან ოკუპაცია და აფხაზეთის მოსახლეობისთვის დაწესებული ხუთდღიანი კარანტინი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 34 201 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა. აქედან, 77 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 182 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 73 წლამდე ქალი გალის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.