კიევის „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი იური ბაკალოვი ზუგდიდში დღეს გამთენიისას ჩამოვიდა.
ბაკალოვმა „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა და გუნდის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდი“ ადმინისტრაცია იური ბაკალოვთან კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციის დასაკავებლად მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.
იური ბაკალოვი 2007 წლიდან კიევის „არსენალის“ ახალგაზრდული გუნდის
მწვრთნელი იყო. 2010 წლიდან ვასილი ევსეევთან ერთად ძირითადი
შემადგენლობის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ
ის კიევის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ორწლიანი კონტრაქტის
დასრულების შემდეგ 2010/11 ისევ „არსენალის“ სტრუქტურაში რჩებოდა
მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
დღვანდელი შეხვედრის შემდეგ კლუბის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ
იური ბაკალოვის კლუბში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალური
წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.
ნათია კანკია
მაია ფიფია
მასალის გამოყენების პირობები