ახალი ამბები
ბექა რუსიას საქმეზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, .გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.



„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბ.რ-ს ოჯახის წევრებს, აღნიშნულ საქმეში ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ. გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა კომუნიკაცია ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. მათ მოითხოვეს შეხვედრის გადადება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას», - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის წევრებს სავარაუდოდ საქმის პროკურორი ხვდება

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა (ვიდეო)

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა

მუჟავაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.