სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
11:57 / 30.01.2018
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას სასამართლო პროცესი ბრალდების
მხარის მოთხოვნით გადაიდო. პროკურორმა დავით
პაპავამ მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო თხოვა.
პროცესიდან გამოსული რუსიას ახლობლები აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ
დავით ჯალაღონის ოჯახის წევრებთან მივიდნენ და ჰკითხეს, თუ რატომ არ
ითხოვდნენ ისინი ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რომლის იარაღიდანაც
მოხდა გასროლა. ბრალდებულ დავით ჯალაღონიას დედის თქმით, მან დღეს
გაიგო, რომ მისი შვილის ხელზე დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი.
„საქმის დეტალები არ ვიცოდი. დღეს გავიგე, რომ ჩემი შვილის ხელზე
დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი. გვაქვს კითხვები, რომელსაც ჩვენს
ადვოკატთან განვიხილავთ“, - ამბობს დაკავებულის დედა.
გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახის წევრების შელაპარაკებისას
შეუძლოდ შეიქნა დავით ჯალაღონიას მამა. სასამართლო შენობის წინ მათ
შორის კამათი ამ დრომდე გრძელდება.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ.
საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის
არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები