კომბინატში მცხოვრები დევნილები ანტისანიტარიის გამო დახმარებას ითხოვენ (ფოტო, ვიდეო)
11:33 / 16.01.2019
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათ საცხოვრებელი გარემოს
მიმდებარედ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა გაჭედილია და ჭებიდან ფეკალური მასები გადმოდის, რაც ანტისანიტარიას ქმნის. როგორც დევნილები ამბობენ, ეს პრობლემა მათ დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა ბოლო ერთი თვე სიტუაცია უფრო გაუარესდა. აღნიშნულ ჩასახლებაში 17 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები.
“აქ ცხოვრება შეუძლებელია, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ვერ ვანიავებთ, სუფთა ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. წვიმის დროს სიტუაცია უფრო რთულადაა. ვითხოვთ, რომ მოვიდნენ და მოაწესრიგონ ეს სიტუაცია. საბოლოოდ თუ ვერ აღმოფხვრიან პრობლემას, ეს ანტისანიტარია მაინც მოგვაშორონ“, - გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა ლეილა აბშილავამ. გარდა ანტისანიტარიისა, დევნილები სასმელი წყლის პრობლემასაც უჩივიან. ისინი ონკანის წყალს არ იყენებენ, რადგან შიშობენ, რომ არსებული სიტუაციის გამო შესაძლებელია, წყალიც დაბინძურებულია. ისინი სასმელ წყალს მეზობლების ეზოებიდან ეზიდებიან ან ყიდულობენ.
„აქ არიან მოხუცები და ავადმყოფები, რომლებიც სასმელი წყალიც ვერ მოაქვთ, ახალგაზრდებასც გვიჭირს კიბეებზე ვედროებით წყლის ატანა“, - ამბობენ დევნილები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან დაშესაბამისი სამსახური ადგილზე გავა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები