ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში კომისიის წევრები შეიკრიბნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან დაიწყება.
კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც პროტესტის ნიშნად ინჩხურის ტაძრის წინამძღოლობა დატოვა, ამბობს რომ შეისწავლიან როგორც ქონებას, ასევე ფინანსურ ნაწილსაც.
"მე ვიცი, რომ აღწერა დაიწყება მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან. რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე მოვიდა მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორმებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო - ეს არის წიგნები რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. მე მხოლოდ მათ მოვკიდებ ხელს. დანარჩენი რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება",- ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი.
კომისია ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან სასულიერო და საერო პირები. კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი მეუფე სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს. მარტვილის შემდეგ აღწერა აბაშის ტაძრებში დაიწყება, რასაც კომისიის წევრების თქმით, დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება.
ამავე თემაზე:
მეუფე პეტრე: ეპარქიას ხვალ დავტოვებ
კომისიამ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ინვენტარიზაციის დაიწყო
იღუმენია თამარ გამყრელიძე: პატრიარქის ფოტო დედაოებმა ჩამოხსნეს
მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება
მეუფე გრიგოლ კაცია მრევლს: შეგვინდეთ, გვაპატიეთ
მარტვილში მეუფე გრიგოლ კაციამ პირველ საკვირაო წირვა ჩაატარა
პეტრე ცაავა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიას ტოვებს
შიომღვიმეში წასვლას არ ვაპირებ - პეტრე ცაავა
იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!
მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავაზე: ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი
პეტრე ცაავა: ვრჩები ეპარქიაში და ველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას
ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ
მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
მასალის გამოყენების პირობები