უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე მივიდა. ის სამეგრელოში ბათუმში ჩამოსვლისთანავე
გამოემგზავრა. უკრაინის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ბათუმში მალევე დაბრუნდა.
ცნობისთვის, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.
მასალის გამოყენების პირობები