აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 41 წლის გიორგი გრიგოლიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ის მშობლიურ ქალაქში დღეს დილით ჩამოასვენეს. მანამდე, მის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
დონეცკის ოლქში რუს ოკუპანთებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლს ხვალ დედის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სულ თებერვლიდან დღემდე რუსულ აგრესიას უკრაინაში 15 ქართველი ემსხვერპლა, მათ შორის, სამეგრელოდან ტატო ბიგვავა, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა.
მასალის გამოყენების პირობები