ზუგდიდელი გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ მათმა მეგობარმა ნიკა ლაშხიამ დაუდასტურა, თუმცა, დამატებით დეტალებზე ვერაფერს ამბობს.
მოძრაობა „ხმის“ წევრები 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ ზუგდიდელებს სოლიდარობას სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელი უცხადებს. მათი მხარდამჭერი აქცია გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა ზუგდიდშიც.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
დეკანოზი იალარიონ შენგელია აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სოლიდარობას უცხადებს
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები