გასულ წელს, გარემოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ 2023 წლის მაისიდან  ბაზრის გარე პერიმეტრზე  ვაჭრობა აიკრძალებოდა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. 
 ზუგდიდის მერიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რადგან გამყიდველების თქმით, უცხო სივრცეში ვაჭრობით მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა.
არაერთი დაპირების მიუხედავად, ზუგდიდში გარევაჭრობის საკითხი დღემდე ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. 
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ სხედან ყველგან, მათ შორის, პარკინგის ადგილზე.
			 
			
მასალის გამოყენების პირობები