ახალი ამბები
დაძაბულობა სოხუმში - ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია
სოხუმში, 12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები დააკავეს, რასაც მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია და ავტომაგისტრალის გადაკეტვა მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან „არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები“, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას. მისივე თქმით, ამ პირის ვინაობა დადგენილია და დააკავებენ, წერს „ეხო კავკაზა“.

11 ნოემბერს, საღამოს, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ცნობები, რომ აფხაზეთში დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ამავე ინფორმაციით, ისინი ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. მათი ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს.

აფხაზური ოპოზიციური პარტიის „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად. ეს „შეთანხმება" რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას.

აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციას გეგმავს.

„კონფლიქტის ცენტრშია აპარტამენტების მშენებლობა და აფხაზეთში 100 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქის პოტენციური დასახლება. ეს არის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა და საუკეთესო სანაპირო მიწების უცხოელი ოლიგარქებისთვის გადაცემა, ისეთი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც მსხვილ უცხოურ კაპიტალს გადასახადებისგან გათავისუფლებს. ადგილობრივი ბიზნესი და მთლიანად ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშაა.

ამასთან ერთად, პრეზიდენტი, სასწრაფოდ აყენებს განსახილველად კანონპროექტს, რომელიც აუქმებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და მისცემს მას პარლამენტის თავმჯდომარეობის უფლებას, რაც ძალაუფლების აბსოლუტურ დიქტატურად გადაქცევას ნიშნავს“, - წერენ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ტელეგრამის არხზე RESPUBLICA.

უფრო გვიან, ასევე ტელეგრამის არხით გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.

11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ . ტელეგრამის არხების ინფორმაციით, აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტის ამგვარ განსაზღვრებას და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

ტელეგრამის არხის RESPUBLICA - ს ცნობით, პარლამენტის შენობასთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც დაშავდა „საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის მხარდამჭერი ერთ-ერთი დეპუტატი “.

უფრო ადრე, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბმა “Апсны Хабар” - მა, ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.

ცნობისთვის, „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ივლისში უკან გაიწვია.

ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას. 

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდის და მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს "ოლიგარქიის გაფართოებას".

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
დღის სიახლეები
14 / ნოემბერი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2023-2024 წლებში, იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი,
14 / ნოემბერი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებს, კრიპტო მაინინგის გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა
14 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეხმაურება, კერძოდ კი დე-ფაქტო მთავრობის მიერ დაკავებული ადგილობრივი ოპოზიციონერების პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება, რასაც წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მწვავე პროტესტი, ხიდებისა და მაგისტრალების გადაკეტვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.