ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის შუაგულში მდერბარეობს, 26
ჰექტარზეა გაშენებული. მისი გაშენება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი
დაიწყეს.
ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როცა მასზე ზრუნვა
სამეგრელოს უკანასკნელმა მთავრმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ
ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს. მათ საჭირო ნერგები და თესლები
საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს. ეკატერინე
ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბაბინი
მოიწვია, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი.
მასალის გამოყენების პირობები