ყოფილი პოლიციელის კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები (ვიდეო/ფოტო)
19:17 / 22.06.2018
კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 2000-ზე
მეტია მეგრულ-ლაზური ტიპის ჯარგვალი ვერ
იტევს. სოფელ კოკში მცხოვრები ყოფილი პოლიციელი 67 წლის მურთაზ ჩიქავა
უკვე 30 წელზე მეტია ძველ, განსაკუთრებით მეგრულ საყოფაცხოვრებო
ნივთებს აგროვებს. აქ ინახება ხის ჯამები, სასწორის ძველი ნიმუშები,
სხვადასხვა დანიშნულების თიხისა და სპილენძის ჭურჭლები, საბრძოლო
ნივთები, ლამპრები, ტელეფონები, ნაკვერჩხლის უთოები, ტელევიზორები, და
ა.შ. ისინი მეპატრონეს სახელდახელოდ მოწყობილ თაროზე სიძველისა და
წარმომავლობის მიხედვით აქვს დაწყობილი.
სპეციალურად ამ ნივთების გამოსაფენად მან ჯარგვალი 90-იან წლებში
ააშენა და პატარა მუზეუმად აქცია. მისი პირველი ნივთები ბებიას
ნამზითვარი სკივრი, რამდენიმე ძველი ჩემოდანი და მისი პატარაობის
ფეხსაცმელი იყო, რომელსაც დედა საგულდაგულოდ უნახავდა.
აქ განასკუთრებულ ადგილს მისი მამის ბებიის ნაქონი უნაგირი იკავებს.
მასპინძელი გვიყვება, რომ ის მისი წინაპრისთვის საგანგებოდ
დაამზადებინეს და მასზე ხელოსნის სახელი - დათუშა - არის
ამოტვიფრული.
„ჩემთვის ეს უნაგირი განსაკუთრებულია, რადგან მამაჩემის ბებიის წისა
ანჩაბაძის ნაქონია. წარმოიდგინეთ მაშინდელი ქალი ცხენზე
ამხედრებული... უნაგირიც განსაკუთრებული ჰქონდა, სპილოს ძვლით არის
გაწყობილი. კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთი ბებიას ნაქონი სკივრია,
რომლითაც მას მზითევი მოუტანეს. ყველზე მეტად მიყვარს ჩემი ნაქონი
ფეხსაცმელი, რომელიც ერთი ცალია “,- გვიყვება ჩიქავა.
კოლექციონერი ამბობს, რომ თითოეულ ექსპონატს თავისი ისტორია და სახელი
აქვს. ნივთების უმეტესობას კი „მამლუქს“ ეძახის.
„მამლუქს იმიტომ, რომ ამ ნივთების უმეტესობა საზღვარგარეთ გასაყიდად
იყო გამზადებული. როდესაც აქ შემოვდივარ, მათ ვეფერები, ვესაუბრები...
„მამლუქებს“ კი ვეუბნები, შენ გაგყიდიდნენ ეგვიპტეში, შენ კიდევ
ღმერთმა უწყის სად. ყოფილი პოლიციელი ვარ და სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების დროს ხან სად მიწევდა ყოფნა და ხან სად. ამ
ნივთების ნაწილი ნაყიდი მაქვს. გაჰქონდათ საქართველოდან, ძვირსაც არ
აფასებდნენ, თუმცა, რაც არ უნდა მოეთხოვათ ვყიდულობდი მათ, ოღონდ
ქვეყნიდან არ გაეტანათ. ზოგიერთ ნივთს ძირი განზრახ აქვს დაზიენებული,
რადგან საზღვართან ეთქვათ, რომ ის დაზიანებული იყო. საზღვართან ვიყიდე
დამბაჩაც. მითხრეს, რომ დანომრილია და ის ერთ-ერთ მსახიობს ეკუთვნის,
რომელიც კინოფილმში „ელისო“ მონაწილეობდა“, - თქვა მან.
მურთაზ ჩიქავა ამბობს, რომ რამდენიმე ნივთი მას ახლობლებმა აჩუქეს,
რამდენიმე კი ნაგავსაყრელზე იპოვა. დიდი სიამაყით გვიყვება, რომ
ერთ-ერთი საჩუქარი აშილ მიურატის მიერ თავის მეღვინესთვის სპეციალურად
დამზადებული არყის სახდელი მოწყობილობაა.
„ჩემმა ახლობელმა მაჩუქა ეს არყის გამოსახდელი. განასკუთრებულია
თავისი ისტორიის და სიძველის გამო. აშილ მიურატმა დაამზადებინა თავისი
მეღვინესთვის. ვერ გეტყვით, როგორ მოხდა ჩემი ახლობლის სახლში...
ახლაც, რომ ვინმესთან შევდივარ გამარჯობის შემდეგ ვათვალიერებ, რაიმე
ჩემთვის საინტერესო ნივთი, ხომ არ არის. ზოგი მჩუქნის, ზოგი კი ვერ
ელევა, რადგან წინაპრების ნაქონია“, - ამბობს ის.
კოლექციონერი წუხს, რომ თავის დროზე ექსპონატებითვის საცავი უფრო დიდი
არ ააშენა, რადგან ნივთების უმეტესეობა გარეთ აწყვია. მის
გასაფართოებლად კი ამჟამად სახსრები არა აქვს.
აქ მოსული სტუმრები პირველ რიგში ჯარგვალის კედელზე გაკრულ
ინფორმაციას უნდა გაცნონ, რომელიც მისი აშენების მიზეზებს გვამცნობს.
გარდა ამისა, ვკითხულობთ, რომ მან ეს ყველაფერი წინაპრებისა და
მეგრული ადათ-წესების უკვდავსაყოფად შექმნა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები