მულტიმედია
სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ვიდეო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არ არის არცერთი რეგისტრირებული ტურისტული კომპანია ან ფირმა, რომელიც ორგანიზებას გაუწევს, როგორც მარშრუტების დაგეგმვას, ასევე ტურისტებისათვის სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებას. ამის შესახებ ევროკავშირის პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში მომზადებული კვლევაში ვკითხულობთ. აღნიშნული კვლევა "ჯვარის სათემო განათლების ცენტრმა" ჩაატარა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ჭანტურიას თქმით, გამოიკითხა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, მათ შორის, გიდები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრების, სასტუმროების, გესთაუსების, კვების ობიექტების წარმომადგენლები და ასევე სათავგადასავლო ტურიზმის სერვისით მოსარგებლე შიდა და გარე ვიზიტორები. ინტერვიუში სულ 90 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

ნახეთ რადიო "ათინათის" სიუჟეტი.



სტატია მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "კონრად ადენაუერის ფონდი", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით, ახორციელებს. მასალაში აღნიშნული კვლევები, პროექტის ფარგლებში, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.


ავტორი: სოფო ხუბულავა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.