ნაძვის ხეები, ანგელოზები, ირმები, თოვლის ბაბუები, რუდი, გოჭები - ეს იმ საახალწლო ნაკეთობების ნაწილია, რომლებსაც ზუგდიდელი მადონა ჯაბუა, ციცინო შენგელია და მალო კოტუა
ამზადებენ. სამი სხვადასხვა პროფესიის ქალმა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად აქცია და საკუთარ ნამუშევრებს უკვე ყიდის. განსაკუთრებულად მათ ნამუშევრებზე მოთხოვნა დღესასწაულებზე იზრდება, როცა სახლებისა და ნაძვის ხეების გასალამაზებლად თუ საჩუქრებისთვის მათ უფრო ხშირად მიმართავენ.
პროფესიით ფილოლოგმა მადონა ჯაბუამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის თეატრში მუშაობს, ამ საქმიანობას ბავშვობიდან მიჰყო ხელი, თუმცა შეკვეთებზე, დაახლოებით, ორი წელია, მუშაობს. შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ შეეძლო საქმეს უფრო სერიოზულად მოკიდებოდა და მომავალში მეგობრებთან ერთად სოციალური საწარმოს გახსნასაც გეგმავს.
"სხვათა შორის, უმეტესობა, რასაც აქ ხედავთ, გამოუსადეგარი ნაჭრებისგან და ნივთებისგან არის გაკეთებული. ვცდილობ, არაფერი გადავაგდო. ხანდახან, მასალას მეგობრები მაძლევენ. ყველაზე მეტად მიყვარს ეს ანგელოზები, ძალიან თბილები და ლამაზები არიან. ხან მოვხატავ, ხანაც ჩავაცვამ რამეს და ასე“, - გვიყვება მადონა ჯაბუა. თითქმის, ორი წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის ცენტრის“ თავმჯდომარე ციცინო შენგელია. გვიყვება, რომ „ციცის სახელოსნოში“ საახალწლო ნივთები განსაკუთრებული ემოციით იქმნება. წელს გამორჩეულად პოპულარული სათამაშო გოჭებია, რადგან 2019 წელი სწორედ ღორის წელია. „ძალიან პოპულარულია ყველა ასაკის ადამიანში ეს ხელნაკეთი ნივთები. აი, მაგალითად, საახალწლო ფაზლები, სხვადასხვა თემატიკის. უფრო ჩემი ფანტაზიით ვმუშაობ და აქ დამზადებული ყველა ნივთი ერთმანეთისგან განსხვავდება“, - გვითხრა ციცინომ.
სამედიცინოზე და შემდეგ საბანკო საქმეზე სწავლის შემდეგ მალო კოტუა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების დამზადება იქნებოდა. ახლა ამბობს, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და საახალწლოდ სასაჩუქრე ჭიქებსა და სათამაშოებს ხალისით ამზადებს. მასთან ერთად პატარა სახელოსნო ოთახში მისი შვილი, 3 წლის ემილიც „მუშაობს“. „ეს არის ჩემი არა ჰობი, არამედ, უკვე პროფესიაც... ეს მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. თან, ძალიან აქტიურად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეთს ჩემს დამზადებულ ჭიქებს, ბურთულებს, ჩანთებს. ამჟამად, ძალიან მოთხოვნადია „რუდი“, სანტას დამხმარე და მისი ძერწვა უფრო ხშირად მიწევს“, - ამბობს მალო. განსხვავებული პროფესიისა და ასაკის მიუხედავად სამი ზუგდიდელი შემოქმედი, რომლისთვისაც ხელსაქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა, ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომავალში კი, თითოეული მათგანი საქმის გაფართოებაზე და გამრავალფეროვნებაზე ფიქრობს. ახლა კი საახალწლო ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა მსურველებს მათი ფეისბუქგვერდების საშუალებითაც შეუძლიათ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები