მულტიმედია
პასკის რეცეპტი ნათია ეხვაიასგან (ფოტო/ვიდეო)
ნათია ეხვაია პასკას სააღდგომო სუფრისთვის ტრადიციული რეცეპტით დამოუკიდებლად ათი წელია აცხობს. იცის რომ მისი გამოცხობა, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ამიტომ ცომის მომზადებას დილიდან იწყებს. მანამდე კი ინგრედიენტებს თავადვე ყიდულობს.

„ყიდვიდან დაწყებული, ცხობით დასრულებული, ყველა პროცესში მე ვარ ჩართული, ჩემთვის ეს არის საკმაოდ საინტერესო, ხალისიანი პროცესი“, - გვიყვება დიასახლისი და პასკის გამოცხობის ყველა ნაბიჯს დეტალურად გვიხსნის.

ნათია გვირჩევს, რომ პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოიზილოს, მანამ, სანამ ცომი თავისუფლად მოცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი. როგორც ამბობს, მთავარია, დოზები და გამოცხობის ზუსტი დრო დაიცვან. გარდა ამისა, დიასახლისი ცხობის პროცესში რამდენიმე ნიუანსს ითვალისწინებს: პასკას თბილ ოთახში აცხობს, სარგებლობს ხარისხიანი საფუარით და არეგულირებს ღუმელში ტემპერატურას ისე, რომ პასკები არ დაიწვას.

რაც მთავარია, მისი გამომცხვარი სააღდგომო პასკა ძალიან მოსწონს მის ვაჟს, 8 წლის ნიკოლოზს. წელს კი გადაწყვიტა, დედას ცხობაშიც დახმარებოდა.

თვლის, რომ კარგ განწყობაზე გამომცხვარი პასკა ნამდვილად უგემრიელესი და არომატული გამოვა. ,,განწყობა ძალიან მოქმედებს ცხობის პროცესზე, ალბათ განწყობის ბრალია, რომ გემრიელი გამომდის“, - ამბობს ნათია.

დაგჭირდებათ:
10 ცალი კვერცხი
800 გრამი შაქარი
6 სუფრის კოვზი საფუარი
3 კგ ფქვილი
250 გრ.მარგარინი
250 გრ. კარაქი
1ლტ რძე
300 გრ.შავი ქიშმიში
300 გრ.ცუკატები
1 ჭიქა ზეთი
ერთი შეკვრა ვანილი
მიხაკი
დარიჩინი

მომზადების წესი:
ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი - 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ, რომ კარგად აფუვდეს მეორე ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი. ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ (ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ. ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ. ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი. ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი. აიღებთ ფორმები, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება. ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე. ერთი საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.