- რატომ ცდილობდა საბჭოთა რუსეთი საქართველოს შიგნით მტრულად განწყობილი ჯგუფების წაქეზებას? შევადაროთ მაშინდელი ვითარება თანამედროვე პერიოდს.
ეს უკვე კლასში მოსამზადებელი ჯგუფური დავალების თემაა. სოფელ დიდინეძის სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი, 24 წლის ლევან შედანია, მეცხრე კლასელებს ასე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას უხსნის.
„წინასწარ რეპეტიცია არ გამივლია, მაგრამ პირველი გაკვეთილზე რომ შემოვედი, ისე ვინერვიულე, ისიც კი არ მახსოვს, რომელ კლასელებთან შევედი. მახსოვს, შეკითხვებით დავიწყე და გამიკვირდა, რომ კარგად იცოდნენ ისტორია. ისე, ბავშვებმა კარგად იციან ისტორია, ნერვიულობისას ზოგჯერ თარიღი შემშლია და გაუსწორებიათ. არ გაპატიებენ ასეთ რამეს“.
ლევანი დიდინეძში ზუგდიდიდან დადის. სკოლაში მუშაობა წელს იანვრიდან დაიწყო და მეშვიდეს ზემოთ ყველა კლასს ასწავლის. საკუთარ თავს მკაცრს არ უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ მომთხოვნია. ყველაზე მეტად ის ახარებს, როდესაც ხედავს, რომ მისი ახსნილი გაკვეთილი ყველამ კარგად გაიგო. ამისთვის კი სხვადასხვა გზას პოულობს - ლევანის ისტორიის გაკვეთილებზე ხან დისკუსიაა, ხან დებატები, ხანაც კი ფილმების ჩვენება.
„ბავშვებს მოსწონთ დისკუსიები, დებატები. დაბალ კლასებს ჯგუფურ სამუშაოს ვაძლევ ხოლმე, რომ ერთმანეთთან ამ ფორმით იურთიერთონ. ხშირად ერთად ვუყურებთ ისტორიულ ფილმებს, რომ იქედან ინფორმაციის ამოღება, პარალელების გავლება შეძლონ ისტორიულ სინამდვილესა ან ფილმში აღწერილ ამბავს, პერსონაჟებს შორის“.
„ისე გვიხსნის, ყველაფერს ვიგებთ“, „ისე გვიყვება, გეგონება იმ დროში ხარ და ყველაფერს ხედავ“, „საგანიც შეგვაყვარა, თვითონაც ძალიან უყვარს და იმიტომ“, „ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ“, - გვეუბნებიან მეცხრეკლასელები, რომლებმაც დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიაზე იმუშავეს.
სკოლის დირექტორი, ლარისა ქირია გვიყვება, რომ სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ვაკანსია მოულოდნელად გამოჩნდა. ლევანის კვალიფიკაცია თავიდანვე მოეწონათ, თუმცა არავის ეგონა, რომ სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი ასე მალე მოახერხებდა ბავშვებისთვის ისტორია შეეყვარებინა.
დიდინეძის სკოლაში 84 მოსწავლე და 22 მასწავლებელია. პედაგოგებიდან კაცი მხოლოდ სამია. ლევანი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპი, თითქოს მასწავლებლობა უმეტესად ქალების პროფესიაა, არასწორია და მისთვის ეს ბარიერი არასდროს ყოფილა.
„ეს პროფესია ბავშვობიდან მომწონს. ისტორია სკოლაშიც მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა“, - ლევანი ახლა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში კვალიფიკაციას იმაღლებს და სექტემბერში უფროსი მასწავლებლის სტატუსს ელოდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები