მულტიმედია
ხელნაწერი წერილები - ზუგდიდელი და ამერიკელი მოზარდების გზავნილები ერთმანეთს(ფოტო, ვიდეო)
ციფრულ ეპოქაში წერილის გასაგზავნად ფურცელი და კონვერტი აუცილებელი საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა ასოციაცია ,,ათინათის’’ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების მოზარდებმა ამერიკელ თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება ამ ტრადიციული საშუალებით არჩიეს.

ბავშვები, როგორც ეს საუკუნების განმავლობაში ხდებოდა, წერილებს ფანქრით წერენ, კონვერტში დებენ და ფოსტაში მიაქვთ. პასუხებს კი ოკეანისგაღმა მცხოვრები მეგობრებისგან მოუთმენლად ელოდებიან. წერენ ყველაფერზე, წიგნებზე, ოჯახზე, სკოლაზე და ასევე, როგორ ერთობიან, რა მოსწონთ და ა.შ.

10 წლის ანასტასია უზარაშვილმა პირველი ბარათი სრულიად უცხო ადამიანისგან ლენისგან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე თვის წინ მიიღო, ადრესატს დაუმეგობრდა და მათი მიმოწერა დღემდე გრძელდება.

,,ჩემი მეგობარი არის ლენი, მან მომწერა წერილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ის ცხოვორბს ილინოისის შტატში. წერილი რომ წავიკითხე, ჩვენი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, მას უყვარს ფეხბურთის თამაში და მეც ძალიან მიყვარს. მასაც ისეთივე დიდი ოჯახი ყავს როგორც მე. ლენი 11 წლის არის. პირველად, როცა მისი წერილი წავიკითხე ძალიან გახარებული ვიყავი,'' - გვიყვება ანასტასია

ამერიკელ ბავშვებთან მიმოწერის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა მოსწავლეებმა წერილების წერის თეორიული დ პრაქტიკული შესწავლა დაიწყეს. ინგლსური ენის პედაგოგი ნათია ბაჩილავა ფიქრობს, რომ ახალგაზრდა თაობაში წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია.

,,ისეთივე ემოციური და სახალისოა ამ წერილების მიღება, როგორც მისი გაგზავნა. ბავშვები უკვე დამოუკიდებლად წერენ უცხოელ მეგობრებს. საინტერესო ის არის, რომ თავიანთი ხელით აწერენ მისამართებს, თვითონ მიაქვთ ფოსტაში, მიმღებში თვითონ აბარებენ და ეს ერთგვარ კულტურასაც უყალიბებს მათ’’ - გვიყვება ნათია.

ანასტასიამ,  ვერიკომ, ომარიკომ, ელენემ, ქეთიმ, იომ, ანასტასიამ, მარიმ, მარიმ, ნანუკამ ამერიკელ თანატოლებთან წერილები რამდენიმე დღის წინ გააგზავნეს და პასუხების მოლოდინში დღეებს ითვლიან.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.