ზუგდიდის ერთ - ერთ ცენტრალურ უბანში, პატარა სახელოსნოდან ხშირად როკ-მუსიკის ხმა ისმის.
აქ ტექნიკის თვითნასწავლი ხელოსანი ვლადიმერ ჯოჯუა მუშაობს. როკს ბავშვობიდან უსმენს, როგორც ამბობს, საყვარელი ჯგუფების AC/DC, METALLICA, DEEP PURPLE -ის მოსმენა საქმის კეთებას ბევრად უადვილებს.
37 წლის ოსტატს ქალაქში ბევრი იცნობს. მასთან ხშირად ის ადამიანები მიდიან, ვისაც დაზიანებული ელექტრომოწყობილობების შეკეთების იმედი გადაეწურა. რადიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. სანამ ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდებოდა, თეორიულ ცოდნას წიგნებიდან და ჟურნალებიდან იღებდა, ექსპერიმენტების ჩატარებაც სწორედ მაშინ დაიწყო.
„მაგნიტოფონი ავაწყე ჩემი ხელით, ხის სკამზე მქონდა ყველაფერი მიმაგრებული: დინამიკი , მექანიზმი - სკამი უკრავდა ერთი სიტყვით და ყველას უკვირდა’’, - იხსენებს ლადო. მოგვიანებით, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია, შეკვეთებსაც ვერ აუდის, რადგან, მასთან შესაკეთებლად მიაქვთ, თითქმის ყველაფერი, რასაც ელექტრონული სქემა აქვს: მაგნიტოფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ჰოვერბორდები და სხვ. გარდა ამისა, მისი მომსახურების ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია. სახელოსნოში ცხრა - თორმეტ საათს ატარებს, თუმცა სინანულით ამბობს, რომ მისი პროფესია, რომლითაც ძალიან ამაყობს, დაუფასებელია. სურს ოჯახს, მეუღლესა და ოთხს შვილს, მეტი დრო დაუთმოს, თუმცა თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. იშვიათ მომენტებში, როდესაც ბავშვებთან ატარებს დროს, მათთვის მულტფილმების პერსონაჟებს ხატავს.
ლადო თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, ოცნებობს კვალიფიკაცია აიმაღლოს და მომავალში, თანამდეროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო მოაწყოს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები