აგვისტოს ომის დროს დაბომბილი ურთა და შეწყვეტილი რადიომაუწყებლობა (ვიდეო/ფოტო)
11:39 / 08.08.2019
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაბომბილ 125 სოფელს შორის არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ურთაც.
მისი დაბომბვა რუსულმა ავიაციამ 12 აგვისტოს, დილის საათებში დაიწყო. ადგილობრივებმა თავდაპირველად, ორი თვითმფრინავი შენიშნეს, მოგვიანებით კი მათი რიცხვი გაიზარდა. ძირითადად, იბომბებოდა მთა და ტყის მასივები, სადაც ქართველი ჯარისკაცები ეგულებოდათ. საშიშროება სოფლის მოსახლეობასაც ემუქრებოდა.
გიორგი აფაქიძე, რომელიც ურთის მთის სიახლოვეს ცხოვრობს, იხსენებს თერთმეტი წლის წინ მომხდარ მოვლენებს. გვიყვება, რომ სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად, მტრის სამიზნე მთაზე არსებული სატელეკომუნიკაციო ანძები გახდა. მათ შორის იყო რადიო „ათინათის“ გადამცემიც. აფაქიძე თავად გახდა იმის მოწმე , თუ როგორ ამოვიდნენ მთაზე რუსი ჯარისკაცები, რათა განადგურებული ანძებიდან დარჩენილი ტექნიკა წაეღოთ.
„სოფელში ქალები და ბავშვები გახიზნული გვყავდა. სახლში მე და მამაჩემი ვიყავით. საშიშროების მიუხედავად, კაცები მაინც არ ვტოვებდით სოფელს. მთლიანად გადაწვეს ტყის მასივი. მოგვიანებით, გამოჩნდა მიწაში ჩაფლული აუფეთქებელი ჭურვებიც. იმ საღამოს, დაბომბვის შემდეგ, ბეტეერებით იყვნენ ამოსული, გაანადგურეს ანძები, დახსნეს აპარატურა და წაიღეს. მეორე დღეს კი ამწეთი ამოვიდნენ და რაც დარჩათ იმის წაღებაც უნდოდათ. მაშინ მეც ავედი, ვითომ ძროხას ვეძებდი ტყეში. მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ, რომ ვნახე ტექნიკის წაღება უნდოდათ, მაშინვე დავრეკე ხელმძღვანელ პირებთან. მერე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოილაპარაკეს, იმ დღეს ისე წავიდნენ, არაფერი წაუღიათ. დაახლოებით 40 კაცამდე იყვნენ“, - ამბობს აფაქიძე.
რადიო „ათინათის“ ანძის დაბომბვის გამო, მედია საშუალებამ ერთი თვის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტა. „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია ამბობს, რომ მაუწყებლობა ხელნაკეთი გადამცემით მალევე აღდგა, თუმცა, არა იმ სიმძლავრით, როგორც მანამდე იყო. მისივე ინფორმაციით, ტექნიკური დანაკლისის აღდგენა რადიომ საერთაშორისო ორგანიზაციების: აშშ საელჩო, WAR CHILD/Netherlands, ჰოლანდიური ორგანიზაცია - Press Now, ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსები (Conciliation Recourses), და ლინკოლნიდან „ათინათის“ მეგობრების: ჯენი და ტომ კორდველების, ანასტასია და ჯო მკნალტების, ლარი დლაგაშის, მარგარეტ და რონ ჯოელის, პატრიცია და დელ ჰარიშების და სხვების დახმარებით შეძლო.
„როდესაც დაიწყო დაბომბვა, მივხვდი რომ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს რადიო გადამცემს. მაშინვე დავრეკე ჩემს კოლეგასთან, რომელიც იქ მუშაობდა. დილითვე მინდოდა ასვლა, საღამოს, სიტუაციის შედარებით დასტაბილურების შემდეგ, ავედით. დაბომბილი იყო იქაურობა, ხოლო რაც დარჩა, ყველაფერი წაღებული. ასვლისას, მოსახლეობა გვეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, რადგან აუფეთქებელი ჭურვები ეყარა ადგილზე. დიდი ზიანი მოგვადგა. შეწყდა მაუწყებლობა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. ნახევარი წლის შემდეგ, ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ერთი სამეგობრო ჯგუფის ფინანსური დახმარებით, აღვადგინეთ ანძა, შევიძინეთ გადამცემი და დავიწყეთ მაუწყებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ასევე, აფხაზეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის გაღრმავებას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის. რა თქმა უნდა „ათინათი“ მადლიერია იმ ორგანიზაციების და მეგობრების, რომლებმაც რადიოს მაუწყებლობის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს “, - აღნიშნა გია ხასიამ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ომის შედეგებია: 412 დაღუპული მოქალაქე, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; 53 მიწასთან გასწორებული ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები