11 წელი ქართულ არმიაში - ჯარისკაცი ქალი ზუგდიდიდან (ვიდეო/ფოტო)
15:28 / 20.08.2019
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი ზუგდიდელი თეა თორია 11 წელია ქართულ არმიაში მსახურობს.
პროფესიით მედდას ჯარში წასვლის სურვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩნდა. ის მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სამხედრო დასახლებაში წლებია ცხოვრობს. ,,მივედი ჯარში და გამიმართლა, გასაუბრების შედეგად დამტოვეს. თავიდან საგურამოს სამედიცინო ბატალიონში ვიყავი და იქ 2 წელი დავრჩი. სენაკში უკვე ათი წელია ვმსახურობ",- ამბობს მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ლაზარეთის მედდა.
თეას მეუღლეც სამხედრო პირია. იაგო გიორგობიანი მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ოფიცერ-მაიორი s3 განყოფილების უფროსია. ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა და სამშობლოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ერთმანეთი ჯარში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. მათ სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი ქალიშვილი ყავთ. უფროსი შვიდი წლისაა, შუათანა ხუთის, უმცროსს კი ორი წელი უკვე შეუსრულდა.
“ზოგჯერ გვიან მიძახებენ სამსახურში, თუ ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან სასწრაფოდ გასაკეთებელია რამე. ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა რომ არა ჩემი ოჯახის წევრები გამიჭირდებოდა, ისინი ძალიან მეხმარებიან. სამი პატარა ბავშვის მოვლა არ არის მარტივი საქმე. ძალიან მომწონს ჩემი არჩევანი, ოჯახის წევრებიც ამაყობენ, რომ სამხედრო ვარ,’’– ამბობს თეა. გადატვირთული საქმეების მიუხედავად ოჯახის საქმეების მოწესრიგებაში და ბავშვების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. თავისუფალ დროს ძირითადად ბავშვებთან ატარებს.
,,მე და ჩემი მეუღლე ვასეირნებთ ბავშვებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვთამაშობთ მათთან ერთად, ფილმებს ვუყურებთ, ვცდილობთ მეტი დრო გავატაროთ მათთან ერთად. როცა ჩვენ სამსახურში ვართ ბავშვებს ბებია უვლის,’’ - გვყვება თეა. იაგო გიორგობიანის და თეა თორიას შვილები - გიორგი, ნიკოლოზი, ბარბარე
მისი დღის განრიგი, ისევე როგორც მთელი ბატალიონის, დილის 6 საათზე იწყება. ერთსაათიანი ფიზიკური მომზადების შემდეგ, ქართული ჯარის ფორმას ირგებს, რომელიც მისთვის ყველაზე სასიამოვნო ვალდებულება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.
39 წლის კაპრალი კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამშვიდობო მისიით ავღანეთში წასვლას გეგმავს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები