სამი მწყრით დაწყებული ბიზნესი - მერაბ ნანავას მეფრინველეობის ფერმა ნოსირში(ვიდეო/ფოტო)
22:17 / 04.10.2019
პროფესიით იურისტმა მერაბ ნანავამ ფრინველების მოშენება და მის ბიზნესად ქცევა ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების დროს დაიწყო.
22 წლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და საყვარელ საქმეს მშობლიურ სოფელშიც მიჰყო ხელი. მწყრის მოშენება-მოვლა ლიტერატურის დახმარებით ისწავლა. ამბობს, რომ მის ფერმაში ამჟამად 1000-მდე მწყერი ცხოვრობს, აქედან 400 კვერცხმდებელია. ,,რუსეთიდან ჩამოვიტანე სხვადასხვა ჯიშის 150 მწყერის და 70 ხოხბის კვერცხი, თუმცა სულ 3 მწყერი და 4 ხოხობი გამოიჩეკა. ყველაფერი აქედან დავიწყე ... პატარა ინკუბატორი მქონდა და გამოჩეკვის პერიოდში სითბოს დეფიციტმა შემაფერხა გამოჩეკვა. ყველა მეუბნებოდა თავი გაანებე არაფერი არ გამოვაო მაგრამ, მე ამ საქმის დაღეჭილად ყველაფერი ვიცი და ასე თუ ისე რაღაც გამოვიდა, სამი მწყერით გავაკეთე ეს ფერმა’’, - გვიყვება მცირე მეწარმე.
ფერმა, რომელიც 130 კვ/მ-ზეა მოწყობილი, სპეციალური გალიებით, ინკუბატორით, წყლის სისტემით, გამწოვით და სხვა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. მიღწეულით თავად ფერმერი არ არის კმაყოფილი და ამბობს, რომ მეურნეობამ სრულყოფილი ფორმა, რომ მიიღოს ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ,,შიგნით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ფული რომ მქონდეს სულ სხვანაირი იქნება იქაურობა, ერთ ოთახში საჰაერო შახტა ორია, წესით ექვსი უნდა იყოს. მწყერის სწორად გაზრდაში აუცილებელია ნორმალიზირებული ჰაერი, წყალი, საჭმელი, სისუფთავე და ზამთარში სითბო’’, - გვითხრა მეფრინველემ.
მის ფერმაში რამდენიმე ჯიშის მწყერი ცხოვრობს, მათ შორის, სმოკინგიანი, ინგლისური თეთრი, ინგლისური კრემისფერი და სხვ. ფერმერი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთისგან ფერებით და გემური თვისებებით განსხვავდებიან. ინდმეწარმეს ასევე ყავს სამონადირეო სახეობის სხვადასხვა ჯიშის ხოხბები, ციცარი და ინგლისური ჯიშის ქათმები. ,,მწყერისთვის საჭმელს მე თვითონ ვაკეთებ, ვიღებ წითელ სიმინდს, ხორბალს, ქერქს, საკუთარი წისქვილი მაქვს ვფქვავ და შემდეგ ვამატებ თევზის ფქვილს. აუცილებელია დოზები, რომ საერთო ჯამში გარკვეული რაოდენობის საკვები გააკეთო’’, - ამბობს ფერმერი.
მეწარმე გვიყვება, რომ მწყერის კვერცხის შემადგენლობაში რამდენიმე სახის ვიტამინი შედის და მას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მწყრის ქონისგან კი წამლებს აკეთებს, რომელიც რადიკულიტის და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება.
ფერმერი ამბობს, რომ მისგან ფრინველებს და კვერცხს რესტორნების მეპატრონეები და კერძო პირები ყიდულობენ. თუმცა კვერცხი შედარებით ნაკლებად იყიდება, რადგან, როგორც ნანავა ამბობს, მოსახლეობას ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
მერაბ ნანავა თვლის რომ მისთვის ჰობად ქცეული ბიზნეს-საქმიანობას ჯერჯერობით ისეთი მოგება არ მოაქვს, რომ მასზე დახარჯულ შრომას შეესაბამებოდეს, თუმცა იცის, ვინც ეს საქმე კარგად იცის და მწყერებს ამრავლებს პერსპექტიულია.
,,ვინმე რომ წამეხმარებოდეს და ერთი ნაბიჯით წინ წამწევდეს მაშინ შეიძლება მოგებაზეც გავიდეს. თვეში 1000 -მდე კვერცხს დებენ, ინკუბატორი დიდი არ მაქვს და იმის საშუალებას არ მაძლევს ერთდროულად 1000-1500 კვერცხი შევაწყო. რომ მქონდეს დიდი ინკუბატორი მაშინ კვერცხმდებლების რაოდენობას გავზრდიდი. თვეში სამჯერ ვაწყობ 600 – 700 კვერცხს, იმას მირჩევნია ერთხელ 2000 -3000 შევყარო, დენის ხარჯიც ნაკლები იქნება და საჭმლის ხარჯიც’’, - აღნიშნა ფერმერმა მერაბ ნანავამ.
მეფრინველე ბიზნესის გაფართოების კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში რამდენიმჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა ვერცერთხელ ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ის ფრინველების მოშენებაზე უარს არ ამბობს და უფრო მეტიც, მომავალში საოჯახო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები