მულტიმედია
გოთიე ჰენი მეგრულის და ქართულის შემდეგ, სვანურის და აფხაზურის შესწავლას გეგმავს
ფრანგი მზარეული გოთიე ჰენი საქართველოში, დაახლოებით, სამი წლის წინ ჩამოვიდა. მოგზაურობის მთავარი მიზანი ენის შესწავლა და ქართული კულტურის გაცნობა იყო. ამბობს, რომ პირველად ჩვენი ენის თავისებურებებს ინტერნეტის საშუალებით გაეცნო. ცდილობდა, ქართული ბგერები სწორად გამოეთქვა და სიტყვების ჟღერადობა დაემახსოვრებინა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სხვა ქართველური ენების გაცნობაც გადაწყვიტა. მისთვის ქართული და მეგრული ენის შესწავლა ერთნაირად რთული აღმოჩნდა.

"მეგრული ქართულთან მიახლოებული ენაა, რომელიც დღესაც ცოცხალია. მათი შედარების პროცესი საინტერესო იყო. სამწუხაროდ, მე არ ვსაუბრობ მეგრულად, ისე როგორც ქართულად და ვთვლი, რომ ორივე რთულია. ვისურვებდი სამეგრელოში მეტი დროის გატარებას, რათა მეგრული პრაქტიკაში უკეთესად მესწავლა ", - გვითხრა გოთიემ.

როგორც იხსენებს, მეგრული სასაუბროს შედგენის იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდა და მეგობრებსაც გაუზიარა. წიგნზე მუშაობისას წარმოშობით მეგრელი მეგობრები დაეხმარნენ, რომელთა სახელებიც წიგნში არის შესული.

"რამდენი ფრაზაა შესული? რთულია გიპასუხოთ, რადგან არ დამითვლია, 100 გვერდია დაახლოებით. წიგნი დიდი არ არის, მინდოდა მკითხველისთვის ადვილი ყოფილიყო სწავლების პროცესი. მისი პოვნა "ამაზონზე" შეგიძლიათ. ვფიქრობ, ერთ ასლს თბილისის ბიბლიოთეკასაც შევთავაზებ", - ამბობს გოთიე.

მეგრული ვიკიპედიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა ქავთარაძე გვიყვება, რომ ენის თავისებურებების უკეთ გასაცნობად გოთიე სამეგრელოშიც ჩამოვიდა.
ფოტოზე - გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე

"გოთიეს შესახებ ერთ-ერთი სიუჟეტიდან გავიგე პირველად, რომელშიც ჩანს თუ როგორ ასწავლის პოეტი პაატა შამუგია ამ ფრანგ ბიჭს მეგრულს... მერე, მოგვიანებით შევხვდით მე და ჩემი მეგობარი გივი ქარჩავა და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ზეპირად, როგორც შესაძლებელი იყო, ვასწავლიდით ენას. მოგვიანებით სასაუბრო გამოაგზავნა ჩემთან, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო. ის მე და გივიმ შევასწორეთ და შევავსეთ. მანამდე, ამ სასაუბროზე, სავარაუდოდ, პაატა შამუგიასთან ერთად ჰქონდა ნამუშევარი. გოთიე რამდენიმე დღე ზუგდიდშიც იყო ჩამოსული. აქ ხალხს ეკონტაქტებოდა და უხაროდა, საშუალება რომ მიეცა მეგრელებთან თავისი ენის ცოდნა გამოემჟღავნებინა და უფრო მეტი ესწავლა მათგან", - ამბობს გიგა ქავთარაძე.

გოტიეს ჰენს ქართველი მეუღლე ჰყავს, რომლის ძმამ წიგნის დიზაინზე იმუშავა. თითქმის 100 გვერდიან სასაუბროში ფრაზები ინგლისურად, ქართულად და მეგრულად არის მოცემული. გოთიე სვანურის და აფხაზურის შესწავლასაც გეგმავს. თვლის, რომ ორივე ენა ქართულზე გაცილებით რთულია, თუმცა სიძნელეებს არ უშინდება და ამბობს, რომ აღნიშნული ენების შესახებ ინფორმაციის მოძიება უკვე დაიწყო.

ენებით დაინტერესების გარდა, გოთიე ჰენი მზარეულად მუშაობს. უყვარს ქართული კერძები და თვლის, რომ ისინი გამორჩეული, უგემრიელესი და უნიკალურია. ამბობს, რომ მისი საყვარელი კერძები ელარჯი და ხაჭაპურია. მომავალში მეუღლესთან ერთად საბერძნეთში გამგზავრებას და ბერძნული ენის შესწავლას გეგმავს. სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ენა შეისწავლოს, ნაკლებად ცნობადი და გადაშენების წინაშე მყოფი ენების შესახებ კი წიგნები გამოსცეს.

ამავე თემაზე:

ფრანგმა გოთიე ჰენმა ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო შეადგინა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.