ზუგდიდში ძაღლმა, რომელმაც შვილები დაკარგა ურნასთან დატოვებული ლეკვები "იშვილა" (ფოტო, ვიდეო)
15:24 / 05.03.2020
მიუსაფარმა ძაღლმა, რომელიც სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამი ახალშობილი ლეკვი მას შემდეგ იშვილა, რაც საკუთარი დაკარგა. სავაჭრო ობიექტში მომუშავეების თქმით,
მაკე ძაღლს ადამიანებმა სცემეს, რის გამოც მან მკვდარი ლეკვები გააჩინა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა.
"სცემა ვიღაცამ და დაეღუპა თავისი ლეკვები, საშინელ დღეში იყო. დილით სამსახურში მოსულს მკვდარი ლეკვები მანახა, ტიროდა ადამიანივით, საცოდაობა იყო ამის ყურება. ძალიან დაგვეხმარა ახლოს მომუშავე ვეტ-ექიმი, ბატონი ემზარი, რომელმაც აუცილებელი ნემსები გაუკეთა. წუხელ კი ვიღაცამ აქვე ახლოს ნაგვის ურნასთან დასვა თვალაუხელელი ლეკვები. ჩვენმა "ბუძღუკამ" სათითაოდ ყველა გადმოიყვანა, გალოკა და აგერ ხედავთ თქვენც, როგორ უვლის", - გვითხრა ადგილობრივმა მანანა კემულარიამ. მისივე თქმით, ცხოველთა მიმართ აგრესიული და სასტიკი მოპყრობის ფაქტები ხშირია.
"შეიძლება ძაღლი უბრალოდ იწვეს, არაფერს აშავებდეს და გამვლელმა ფეხი ან ჯოხი ჩაარტყას. აღიზიანებთ ისედაც გასაცოდავებული ცხოველის ნახვა. მადლობა სავაჭრო ცენტრის დირექციას, რომ ხშირად გვაძლევს უფლებას ცხოველები შევიფაროთ, როგორც მაგალითად ეს დედა-ძაღლი. სხვათა შორის თავის დროზე "ბუძღუკაც" თავის 4 და-ძმასთან ერთად აქ დატოვეს ურნასთან, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი ლეკვი გადარჩა და აქ გამოვკვებეთ. მოვაჭრეებიც და უფროსობაც გვერდში გვიდგას", - ამბობს ის. ცხოველთამოყვარული ამბობს, რომ ამ ეტაპზე "ბაძღუკას" და მის შვილობილებს სახლი სჭირდებათ. მას მოქალაქეების ძალისხმევის და თანადგომის იმედი აქვს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები