სიჭინავების დამწვრობის მალამოს საუკუნოვანი ისტორია ( ფოტო/ვიდეო)
15:33 / 13.03.2020
ზუგდიდში „სიჭინავების მალამოს“ უნიკალური თვისებების შესახებ თითქმის ყველამ იცის.
ამ ოჯახში მრავალი ათეული წელია საიდუმლო რეცეპტით დამწვრობის მალამოს ამზადებენ. ზუსტად არავინ იცის, საიდან იღებს სათავეს ამ მალამოს ისტორია, თუმცა მისი რეცეპტი თაობიდან თაობას საუკუნეზე მეტია გადაეცემა. ამჟამად, მას მარინა ჭიჭინაძე ამზადებს. მას ასეულობით მადლიერი პაციენტი ჰყავს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. გვიყვება, რომ მათი მალამო გარდა დამწვრობისა, კურნავს სხვადასხვა ჩირქოვან დაავადებას, გამონაყარს, სასარგებლოა ჩვილი ბავშებისთვის და ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და გინეკოლოგიაში.
„როგორც ჩემმა დედამთილმა, ქალბატონმა ლუბამ მიამბო, თურმე ის ბავშვობაში დაიწვა და ბებიამ სწორედ ამ მალამოთი მოარჩინა. შემდეგ, ჩემმა დედამთილმა ბავშვობაშივე ისწავლა ამ მალამოს დამზადება და 16 წლის იყო, როცა პირველი პაციენტი განკურნა. იმდენად ეფექტური გამოდგა მკურნალობის პროცესი, რომ მერე მოსვენებას არ აძლევდნენ... სწორედ, ამის შემდეგ გაითქვა ამ მალამომ სახელი... მისი დამზადება და პაციენტების მკურნალობის პროცესი დედამთილმა მასწავლა და ამას უკვე 40 წელია ვაკეთებ’’, - გვითხა მარინა ჭიჭინაძემ.
ლუბა ჯანაშია
ქალბატონი მარინა სიჭინავების სახელით ცნობილ მალამოს სახლის პირობებში ამზადებს. ყველა პაციენტის სახელს, გვარს, ასაკს, ტელეფონის ნომერს ინიშნავს და საჭიროებისამებრ, ხშირად ეკონტაქტება მათ.
,, I და II ხარისხის დამწვრობას ერთ კვირაში ვარჩენ. III „ა“ ხარისხს 15-დან 21 დღემდე, ხოლო III „ბ“ ხარიხს შეიძლება თვეებიც დასჭირდეს, თუმცა გააჩნია ფართობს. 1995 წლიდან დავიწყე ყველა პაციენტის რეგისტრაცია, შემდეგ გარკვეული პერიოდი ისევ არ ვინიშნავდი, თუმცა ახლა ყველაფერს ვინიშნავ პაციენტის შესახებ. ასევე ჩანიშნული მაქვს იმ პაციენტების კონტაქტები, ვინც დამწვრობის ცენტრიდან მოიყვანეს. მადლიერი პაციენტებისგან ხშირად ვიღებ წერილებს საზღვარგარეთიდანაც. ჯერჯერობით მალამოს შეძენა მხოლოდ ჩვენს ოჯახშია შესაძლებელი’’,- გვითხრა მან.
როგორც ამბობს, მალამოს დამზადების საიდუმლო რეცეპტი ოჯახის წევრებმა უკვე იციან, თუმცა ამ საქმის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი 15 წლის შვილიშვილი გიგი სიჭინავაა.
,,გიგი გვერდიდან არ მცილდება, როგორც კი ჩავასხამ მალამოს ტუბებში, ერთი სული აქვს, როდის დაახარისხებს და დაალაგებს თავის ადგილზე. სულ მეხმარება და ძალიან მოსწონს ეს პროცესი“, - გვიყვება მარინა ჭიჭინაძე.
ის პროფესიით ქიმიკოსია და ამბობს, რომ კოსმეტოლოგიური და გინეკოლოგიური თვალსაზრისით მალამოს გაუმჯობესებაზე დღემდე მუშაობს. მისი დიდი სურვილია წამლის დამზადების ლიცენზია მოიპოვოს, თუმცა უსახსრობის გამო ეს დღემდე ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სიჭინავები მალამოს ფასის გაზრდას არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დამწვრობის წამალი ყველასთვის ხელმისაწვდოი უნდა იყოს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები