კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი უკვე მესამე ღამეა მოქმედებს.
ამ დროს ზუგდიდის ქუჩები სრულიად ცარიელია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ცალკეული ფაქტები მაინც გამოვლინდა. ქალაქი მერის ინფორმაციით, გასულ ღამეს 20 მოქალაქე დაჯარიმდა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 21:00- დან 06:00 საათამდე ქვეყნის ყველა ქალაქში, როგორც მოქალაქეების გადაადგილება, ისე ავტომობილებით მიმოსვლა აკრძალულია. ამ წესის დამრღვევი ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები