35 წლის მანძილზე პირველად ვერ ვყიდი ვარდებს - მეყვავილე ციალა ახალაია ზუგდიდიდან (ფოტო/ვიდეო)
16:35 / 27.04.2020
72 წლის ციალა ახალაიას ზუგდიდის სოფელ ინგირში სხვადასხვა ჯიშის ვარდი, დაახლოებით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. ოჯახმა ყვავილების ბიზნესი სამი ათეული წლის წინ დაიწყო და წელს პირველი შემთხვევაა,
როდესაც ვარდების რეალიზაციას ვერ ახერხებს. ახალაიები ამბობენ, რომ ისინი სეზონზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარის ყვავილს ყიდდნენ და ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. „ამით ვირჩენდით თავს, ამით დავდგით ეს სახლი. ეს იყო ჩვენი სარჩო. ახლა კი, ყველამ იცის რა დრო დაგვიდგა... ამას ძალიან დიდი შრომა უნდა, 2-ჯერ სჭირდება შეწამვლა, გასხვლა, სარეველების მოშორება, სასუქის შეტანა და ა.შ. ყვავილების მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და წარმოდგენა არ გვაქვს, სად წავიღოთ და რა ვქნათ“, - ამბობს ციალა ახალაია.
მეწარმეს ყვავილების დიდი ნაწილი ღია გრუნტზე მოჰყავს, ნაწილი კი სათბურში აქვს გაშენებული. დახურულ სათბურში, ძირითადად, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები აქვთ.
„გვაქვს თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ბორდოსფერი ვარდები. 3 ათას ძირზე მეტი იქნება და არ ვიცით, სად წავიღოთ, არც გასვენებაზე სჭირდებათ და არც დღესასწაულებზე. ბაზარში ვყიდდით, ხან ვაბარებდით, ახლა აკრძალულია, აქ მოსვლა კი ყველას ეზარება. ყოველდღიურად, დილა-საღამოს 1000 ცალი არის დასაკრეფი“, - ამბობს მეყვავილე. პანდემიამდე, ოჯახი ვარდების რეალიზაციას, როგორც ზუგდიდის ბაზარში, ასევე მიმდებარე მუნიციპალიტეტში ახდენდა. მას შემდეგ, რაც მოძრაობა შეიზღუდა, ოჯახის რძალმა, სამი შვილის დედამ მაკა კოდუამ ვარდების გაყიდვა ონლაინ გადაწყვიტა, თუმცა ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მაინც ვერ ყიდის.
„ფეისბუკის საშუალებით გადავწყვიტე ნაცნობ-მეგობრებში გამეყიდა, თუმცა დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ვერ ვყიდით, ეს ხარჯის მცირე ნაწილსაც ვერ დაფარავს. ყვავილები გვილპება და გვიწევს გადაყრა, ამის გაკეთებაა ყველაზე რთული. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს წელს“, - ამბობს მაკა კოდუა. ოჯახს ჯერ წარმოდგენა არა აქვს, როგორ დააღწევს თავს კრიზისს, თუმცა ამბობენ, რომ მომავალ წელს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას და ბიზნესის გასავითარებლად, გრანტის მოპოვებას შეეცდებიან.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები