FLEX პროგრამის მონაწილეები სამეგრელოდან - ამერიკული წელი და პანდემიის გამო შეცვლილი გეგმები
18:49 / 10.05.2020
ზუგდიდელი, ხობელი და ჩხოროწყუელი უფროსკლასელები იმ 80 მოსწავლეს შორის არიან, ვინც შარშან ყველა საკონკურსო ეტაპი გადალახა და FLEX პროგრამის
გაცვლითი სტუდენტი გახდა.
ახალგაზრდები გასული წლის ივლისში ამერიკის სხვადასხვა შტატში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ სკოლებში სწავლობდნენ და ორგანიზაციის მიერ შერჩეულ მიმღებ ოჯახებში ცხოვრობდნენ. თუმცა, პროგრამის არსებობის 26 წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი ნაკადი, რომელსაც კორონავირუსის გამო, დროზე ადრე მოუხდა საქართველოში დაბრუნება.
რამდენიმე მათგანი რადიო "ათინათს" ამერიკული გამოცდილების, პანდემიის გამო ჩაშლილი და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ირაკლი შონია ხობის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის FLEX პროგრამით ოჰაიოს შტატში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან დროზე ადრე მოუხდა საქართველოში ჩამოსვლა, თვლის, რომ ამ 8 თვის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ, საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა და უფრო აქტიური გახადა.
ელენე ჩოკორაია დაბა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ამერიკაში მიჩიგანის შტატში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან პროგრამაში პირველივე ცდაზე მოხვდა. ახალ გარემოში ცხოვრება არ გასჭირვებია, რადგან, მისი თქმით, მანამდეც, საკმაოდ დამოუკიდებელი იყო. როგორც ამბობს, ყველაზე მეტად კულტურული მრავალფეროვნება და სკოლაში კი სრულიად განსხვავებული საგნების არჩევის შესაძლებობა მოეწონა.
გივი ბერაძე ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის პროგრამის ფარგლებში, ფლორიდის შტატში მოხვდა. გვიყვება, რომ პატარაობიდანვე ოცნებობდა ამერიკაზე, როგორც მიუწვდომელ ქვეყანაზე და ჩათვალა, რომ FLEX პროგრამა, მისი შანსი იყო, რომელიც გამოიყენა კიდეც. ამბობს, რომ ამერიკულმა გამოცდილებამ უფრო მიზანდასახული გახადა.
ნია ფიფია ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობდა. მიიჩნევს, რომ FLEX პროგრამაში მონაწილეობა, ერთ- ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან წელი იყო სრულიად განსხვავებული, ახალ აღმოჩენებით და გამოწვევებით სავსე. ოცნებაც აისრულა - ამერიკული სკოლის გუნდთან ქართული სიმღერები შეასრულა და მიუზიკლშიც მიიღო მონაწილეობა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები