21 ივნისს საქართველოში მამის დღე აღინიშნება. ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, რას ფიქრობენ ახალი თაობის მამები შვილების აღზრდასა და განვითარებაში მამების ჩართულობაზე.
ზუგდიდელები - დათო ლოგუა, მალხაზ კუტალია და ბუბა სორდია - ამბობენ, რომ შვილებთან დიდ დროს ატარებენ და დედებთან ერთად თანაბრად არიან ჩართულები მათ მოვლაში, აღზრდასა და განათლებაში.
დათო ლოგუა პირველად ცხრა წლის წინ გახდა მამა და იმ დღიდან მოყოლებული, შვილის სიხარულ, წუხილს, ტკივილს თუ დადებით ემოციას იზიარებს. ახლა უკვე ორგზის მამაა, ჰყავს ანი, რომელიც რამდენიმე დღეში 9 წლის გახდება და ექვსი თვის სანდრო. თვლის, რომ ბავშვებისთვის ორივე მშობელთან ხარისხიანად დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკიდან გამომდინარე მათთან სხვადასხვანაირი ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში მშობლის უნარები, ტექნიკა და მიდგომები გამოუმუშავდა, სახლის საქმეებიც, გასარეცხი იქნება ბავშისთვის თუ გამოსაცვლელი, კარგად და ადვილად გამოსდის.
"როცა ანი წამოიზარდა მასთან ერთად თანაცხოვრების პერიოდში ვაყალიბებდი საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, ვმართავდი საკუთარ ქცევით ნორმებს, იმიტომ რომ, არავინ არ ვართ იდეალურები და ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს ბავშვებთან მიმართებაში და ამ შეცდომებს არ უნდა ჰქონდეს პერმანენტული სახე. როცა ვნახავთ, რომ რაღაც ქცევა ბავშვზე აისახება უარყოფითად, ავტომატურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქცევა შეიცვალოს და მოვარგოთ ბავშვის კეთილდღეობას. ეტაპობრივად ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთმანეთს მეტნაკლებად ძალიან კარგად ვიცნობთ, გვაქვს ბევრი საერთო", - გვიყვება ანის და სანდროს მამა დათო ლოგუა.
დათო ცდილობს, რომ ორივე შვილს თანაბრად დაუთმოს დრო, ესაუბრება, ეთამაშება, ასწავლის, უვლის, აძინებს, სეირნობს მათთან ერთად. მისი მიზანია შვილები დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები იყვნენ.
"ხშირად მივმართავთ სამაგიდო თამაშებს, რომელიც აუცილებელი არის ოჯახური ურთიერთობის იდილიისთვის, ბანქოს ვთამაშობთ ერთად, სადაც მთავარი გმირი არის ვალეტი, რომელიც ყველაზე ძლიერია. როდესაც მე ჩემს ქალიშვილთან ვთამაშობ, ვალეტის უფლებამოსილება და კომპეტენციები დავაკნინე და გავზარდე ქალის, ვალეტის ფუნქციები დავაკისრე ქალს, შესაბამისად ეს ქალი ამ ჩვენს თამაშში არის ყველაზე ძლევამოსილი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ასეთნაირად ვცდილობ, რომ მასში დამოუკიდებელი პიროვნება ჩამოყალიბდეს", - გვიყვება დათო. მამის დღესთან დაკავშირებით ანიმ საყვარელ მამას სიმბოლური საჩუქარი მოუმზადა და მამის დღე მიულოცა.
,,ნინიკოს ვაძლევ სრულ თავისუფლებას, ჩვენ ფაქტიურად არც გვაქვს ერთმანეთში საიდუმლო, მიხარია, რომ ჩემი გოგო თავის ისტორიებს, პატარა საიდუმლოებებს მიყვება, ვსაუბრობთ მუსიკაზე, ფილმეზე, მოდაზე, რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს’’, - გვეუბნება მალხაზ კუტალია, რომელიც შვილთან ერთად სკეიტ პარკში სეირნობს.
ორი შვილის მამაა. ამბობს, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში მეუღლესთან ერთად თანაბრადაა ჩართული. ცდილობს, რომ შვილებმა მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნონ. უხარია, რომ მეგობრობს მათთან და ამ წლების განმავლობაში ერთად ვითარდებიან.
ორი შვილის მამაა. ამბობს, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში მეუღლესთან ერთად თანაბრადაა ჩართული. ცდილობს, რომ შვილებმა მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნონ. უხარია, რომ მეგობრობს მათთან და ამ წლების განმავლობაში ერთად ვითარდებიან.
"ამ თაობას განსხვავებული ხედვები აქვს , ვცდილობ მივუსადაგო მათ შეხედულებებს ჩემი წარსული გამოცდილება. პროფესიის არჩევაზეც ვსაუბრობთ და მისი გადასაწყვეტია, სად ისწავლის და რა პროფესიას აირჩევს, მე მის აზრს პატივს ვცემ. მე სპეციალობით ჩაის ტექნოლოგი ვარ, აბსოლუტურად ვერაფერში გამოვიყენე, სხვა განათლება მჭირდებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი მშობლებს უნდა გაეკეთებინათ და ეგ ცუდია", - გვიყვება მალხაზი
მისი თქმით, შვილებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ამბობს, რომ მას, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლია. მოსწონს რომ შვილების თაობა განსხვავებულად აზროვნებს, უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია.
ბუბა სორდია აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდაში. მალე ოჯახში მატება იქნება, მეოთხე შვილს ელოდებიან, ამიტომ, ის ცდილობს მეუღლე დაასვენოს და ბავშვებზე ზრუნვა ამ პერიოდში თითქმის მთლიანად იტვირთოს. მისი თქმით, ეს ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის. ჩვენც ბოტანიკურ ბაღში მივედით მასთან სასაუბროდ, სადაც 2 წლის ნოესთან ერთად სეირნობდა.
"ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე, დილიდან მოყოლებული საღამომდე, რაც შეიძლება ბავშვს დასჭირდეს, დაბანა, საჭმელი, ჩაცმა, სეირნობა, თამაში, გართობა, სწავლა. მამაჩემი ომში იყო ჩართული, მამა მყავდა, მაგრამ თან არ მყავდა, ძალიან მძიმედ აისახა ეს ჩემში. ომი, არეულობა, ეროვნული მოძრაობა...შინაგანი მოთხოვნა მაქვს, რომ ჩემმა ბავშვებმა ეს არ იგრძნონ" , - გვითხრა მან.
როგორც ამბობს, გააცნობიერა, რომ მამობა მისთვის ადრენალინია, ბავშვები სტიმულს, მოტივაციას და ენერგიას აძლევენ. მისი თქმით, ეს რთული, თუმცა სასიამოვნო გამოწვევაა.
თვლის, რომ რომ მკაცრი მამაა, თუმცა მეგობრული და თავისუფალი.
"ხეს რომ დავრგავთ, რა მიმართულებასაც მივცემთ და როგორადაც გავსხლავთ, ის სილამაზე და ის ფორმა შეგვრჩება. რამდენადაც თავისუფალი ვარ, იმდენად მკაცრიც ვარ, მიშვება და რაც უნდა ის აკეთოს, გაიზრდება და ისწავლის, ამის არ მჯერა",- გვითხრა ბუბამ.
მამების დღეს საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა UNFPA Georgia და არასამთავრობო ორგანიზაციის Care Together-ის ინიციატივით, მეხუთედ აღინიშნება. კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ მიზანია, რომ ქალები და კაცები თანაბარ მდგომარეობაში ჩადგნენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში "მზრუნველი მამების" როლი გაიზრდოს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები