მულტიმედია
ზუგდიდელი მოზარდების ალტერნატიული სივრცე (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტპარკში უკვე კვირაზე მეტია საღამოობით 50-მდე მოზარდი იკრიბება. მათი უმეტესობა სკეიტერია, ნაწილი ველომოყვარული. თავდაპირველად გუნდი 15 ახალგაზრდისგან შედგებოდა. ამბობენ, რომ ეს ადგილი მათთვის ალტერნატიული სივრცე, დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა."პიკასო" (ირაკლი) თორდია ერთ-ერთი პირველია, რომელიც სკეიტზე დადგა და მეგობრების შემოკრება დაიწყო. ახლა 19 წლისაა და ყველაზე უფროსია. შესაბამისად, უფრო პატარებს გამოცდილებას უზიარებს და სრიალისთვის აუცილებელ ტექნიკას ასწავლის.
„მინდოდა სკეიტის კულტურა ჩამომეყალიბებინა ზუგდიდში. პირველ დღეს 15 შევიკრიბეთ, მეორე დღეს 35 გავხდით, მესამე დღეს უკვე 45-მდე ავედით და დღეს 55-ზე მეტი ვართ.  „კატაობა“ ყველაფერში ხელს გვიწყობს, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია, მეორეც ბავშვები არ არიან ქუჩაში და არ უწევთ რაღაც-რაღაცეების კეთება“, - გვითხრა პიკასომ. როცა სკეიტზე დგას ანდრია დარასელია თავს დამოუკიდებლად გრძნობს. ამბობს, რომ ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და ეს შეგრძნება მისთვის ადრენალინივითაა.
 „ჩემთვის სკეიტი ყველაფერია. ამას ძალიან ბევრი პლუსი აქვს... დამოუკიდებლობასთან ასოცირდება ჩემთვის სპორტის ეს სახეობა. თუ არ გაქვს გამბედაობა ვერაფერს ვერ იზამ, ამიტომაა სკეიტი ძალიან მაგარი“, - ამბობს ანდრია დარასელია. 14 წლის ერიკა ქარჩავამ პენიბორდით დაიწყო, თუმცა უკვე სკეიტბორდზეც კარგად დგას და ცდილობს მანევრებიც შეასრულოს.

„ახალი დაწყებული მაქვს და ვცდილობ ვისწავლო. ბიჭები ყველანაირად მეხმარებიან, რომ კარგად ავითვისო. ყველაფერთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები, ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტი მეგობარი მყავს. ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი ვართ, ძალიან მიყვარს აქ მოსვლა“, - გვიყვება ერიკა.

სრიალის ტექნიკის შესწავლას გარკვეულ დროს უთმობს 14 წლის გიორგი შელია. გვითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ აქ შემთხვევით მოხვდა და ამის მერე ამ სპორტით დაინტერესდა. „ბოლო დღეები სულ დავდივარ, რადგან სკეიტზე უკვე ყველაფერი მაინტერესებს. ჯერ ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ მასწავლიან. ვურთიერთობ ბევრ თანატოლთან და დღის ბოლოს აქედან ძალიან კმაყოფილი მივდივარ“, - ამბობს გიორგი. სასწაულია ეს ფიცარი და ოთხი პატარა ბორბალი. ასეთია ირაკლი ფარცვანიასთვის სკეიტბორდი.

„თავიდან ცოტანი ვიყავით და ახლა ძალიან მიხარია, რომ ბევრი გავხდით. დიდი ხანია სკეიტზე ვდგავარ, ბავშვობიდან“, - ამბობს ირაკლი ფარცვანია და გვარწმუნებს, რომ მთელი ცხოვრება სკეიტერი იქნება. მოზარდები ამბობენ, რომ ეს სივრცე მათთვის უსაფრთხო არ არის, რადგან სასრიალო მოედანი სტანდარტებისთვის შეუსაბამოა. ამის გამო ხშირად, მოედნის გარეთ უწევთ სრიალი, თუმცა პრობლემებს აქაც აწყდებიან - ფილებია დაზიანებული და აყრილია. ბავშვები ხშირად ეცემიან და გარკვეულ ტრავმებსაც იღებენ.

„აქ ხშირად მანქანებიც შემოდიან და ზოგ ადგილას აიყარა ფილები. გვინდა, რომ ამ ადგილი უკეთესად იყოს მოწყობილი. მოედანი სტანდარტების შესაბამისად უნდა გაკეთდეს და გარეთა ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ვაპირებთ დავწეროთ პროექტი და მერიას მივმართოთ, გვინდოდა ეს ადგილი იყოს უსაფრთხო“, - ამბობს ნიკოლოზ ჭეჟია.სანამ მოზარდები აქ დადებითი ემოციებით იმუხტებიან, მერიას მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა მოუწევს და არც თუ ისე ძველი სკეიტპარკის ინფრასტუქტურის მოწესრიგებაზე ფიქრი დაიწყება.



ფოტოები: თემურ ბართავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.