ზუგდიდელი მედეა ნაჭყებიას მაწვნის მომზადების ტრადიცია (ფოტო/ვიდეო)
14:56 / 09.08.2020
მედეა ნაჭყებიამ მაწვნის შედედება 15 წლის წინ დაიწყო. იცის რომ სახლში დამზადებულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს და მას ყოველთვის ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე ამზადებს.
მაწონს დილას ან საღამოს თიხის, მინის და პლასტმასის ქილებში ადედებს, თუმცა აღნიშნავს რომ ქოთანში ჩადედებულ მაწონს გამორჩეული გემო აქვს.
ქალაქში ცხოვრობს, ამბობს რომ საკუთარ სახშლი პატარა სოფელი აქვს მოწყობილი. მოშინაურებული ყავს ქათმები, ძროხები და კურდღელი. ეს მისთვის შემოსავლის წყაროცაა და საყვარელი საქმეც. ,,ცხოველები ძალიან მიყვარს, ამათი როგორც პატარა ბავშვს ისე ვეფერები. მყავს ხუთი მეწველი ძროხა, თვისი ნამატით. ხუთი ძროხა მაძლევს 40 ლიტრ რძეს. ქალაქში ვცხოვრობთ და ძროხების გადევნას ადრე დილით ვიწყებთ, სოფელ ონარიაშია საძოვრები. როცა საჭიროება მოითხოვს ნამატს ვყიდი და ესეც შემოსავლის წყაროა. სახლში ფაქტობრივად პატარა სოფელი მაქვს მოწყობილი, - ამბობს ჩვენი მასპინძელი და ეღიმება.
საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, გარდა მაწვნისა, ამზადებს ყველს და ნადუღსაც. მისი შედედებული მაწონი კი სამეზობლოში ძალიან ცნობილია.
,,მყავს მეზობლები, ისეთები, რომ ყოველდღიურად ვაძლევ მაწონს საჩუქრად - დიაბეტიანებს, სისტემატიურად რომ სჭირდებათ. ახლობლებიც მყავს ისეთები, რომ საჩუქრად მიმიტანია, მიმიცია მაწონიც, რძეც, ყველიც, ნადუღიც’’, - გვითხა მან.
გვეუბნება, რომ მაწვნის მისაღებად მხოლოდ რძე და ,,მაწვნის დედაა’’ საჭირო და მისეული მომზადების მეთოდი გაგვიზიარა.
ინგრედიენტები
მაწონი - 1 ს.კ რძე - 500 მლ მომზადება
აადუღეთ რძე, შეაგრილეთ იმდენად, რომ თითს არ სწვავდეს, ჩაასხით ქილაში.
დაახურეთ თავზე და თბილად შეახვიეთ. დადგით თბილ ადგილზე, რამდენიმე საათს.
როცა მაწონი შედედდება, გახსენით და გრილ ადგილზე ან მაცივარში გადიტანეთ.
ინფორმაციისთვის, „ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები