იშვიათი ჯიშის საკოლექციო ქათმები და თუთიყუშები, მტრედები, იხვები, თევზები, კატა, ძაღლი ბუჩო, მრავალი სახეობის სუკულენტი და სხვა დეკორატიული მცენარე - ინგირში, ვიტო თოდუას სახლში იყრის თავს. ვიტო პროფესიით კინოლოგია, თუმცა ამ სფეროში რამდენიმე წელია არ მუშაობს.
ამბობს, რომ მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების მოვლა ბავშვობიდან სიამოვნებდა, რამაც გარკვეული ცოდნა და უნარები შესძინა. მოგვიანებით, მებაღე-დეკორატორის კურსებიც გაიარა და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა, ახლა კი ნახევრად ხუმრობით გვეუბნება, რომ სახლში "პატარა ზოოპარკი" აქვს."ჩემს ოჯახში სულ იყო ფრინველები, ცხოველები. პირველი იყო მრგვალი აკვარიუმი, რომელიც მაჩუქეს რამდენიმე ოქროს თევზთან ერთად. მშობლები არასდროს მიშლიდნენ, მომყავდა ყველაფერი, რაც დახოხავს, დაცოცავს... ხშირად არ ვიცოდი, როგორ მომევლო, შეცდომებით და ექსპერიმენტებით ვისწავლე. პატარაობიდანვე მეცოდებოდა ყველაფერი, თუმცა არ მქონდა გაცნობიერებული რომ ზოგი ცხოველისთვის ტყვეობა აუტანელია, მეგონა, თუ მიიჩვევ, ყველაფერი კარგადაა...", - გვიყვება ვიტო.
სამართალმცოდნეობაზე ჩაბარებისა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული - კინოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. ამ მიმართულებით 11 წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურში იყო დასაქმებული. ახლა მხოლოდ ერთ ძაღლზე, ქუჩაში ნაპოვნ ფრანგულ ბულდოგზე - ბუჩოზე ზრუნავს."ჩემთან მოხვდა შემთხვევით. მეგობრებმა იპოვეს თბილისის გზაზე დაჭრილი, ცუდ მდგომარეობაში ... როგორც კი გამომიგზავნეს ფოტოები, მივხვდი, რომ ნაწამები იყო ძაღლი. მიიყვანეს ფაქტობრივად მკვდარი მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც, სავარაუდოდ, ძალიან გულიანი ექიმი შეხვდა. თავშესაფარში, სხვა ძაღლებთან ერთად ვერ გადარჩებოდა, გადავწყვიტე, მე წამომეყვანა. თავიდან იყო თვალები და ყურები მხოლოდ, ძალიან დათრგუნული, ყველაფრის ეშინოდა. ჩვენთან არის ორი არაჩვეულებრივი ექიმი - დავით ჭეჟია და ემზარ ჭაჭუა. ჩვენი რაიონის შველაა ორივე. მათ გადამირჩინეს ეს ბიჭი... ახლა მისი ხროვის წევრები ვართ, ეს არის ოჯახის უფროსი ჩვენთან ... პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე ესაა უინსტონ ჩერჩილი, სიგარა აკლია მხოლოდ-მეთქი... მაგრამ გახდა ბუჩო", - იხსენებს ვიტო.
ფერმის ბინადრებს შორის რამდენიმეზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს. მათ შორისაა მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული ქათმის ჩინური ჯიშები უჰეიილუი და ლაკენდანძი. გარდა ამისა, ამ ეტაპზე სახლში ჩინური დიდი და მცირე, სუფთა ჯიშის კოხინხინი ჰყავს, ასევე, ამერიკული ბენტამები, ფენიქსი, თეთრქოჩორა ჰოლანდიური ქათმები და სხვა. როგორც ამბობს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მცირე ზომის 2 ქათამიც სწორედ მას ჰყავს."ინტერესდებიან, მოდიან, არის თუ არა მეხორცულ-მეკვერცხული ჯიში. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს - ეს ჩემთვის საკოლექციო ფრინველია. მსოფლიოში არის უამრავი ფერმა, სადაც არის კომერციულად ხელმისაწვდომი ჯიშები. საკოლექციო ფრინველები არის ერთგვარი გენეტიკური ფონდი, ზოგი რომ ამბობს რატომ იყოს შხამიანი გველი, ხვლიკი ან სხვა - ეს ბიომრავალფეროვნებაა. შეიძლება ქათმებზე ვერ ვთქვათ, რომ აი "ბიომრავალფეროვნებაა" და რომ ქათამი რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენს, მაგრამ ამაზე ხომ იმუშავა ხალხმა? აი, მაგალითად, კოხინხინები რამდენიმე ათასი წლის ისტორიას ითვლიან, რაც, მგონი, საკმარისია იმისათვის, რომ ვიღაცის შრომას პატივი სცე. თან ლამაზები არიან...", - მიიჩნევს კოლექციონერი.ვიტოს "ცხოველთა სამყაროში" თუთიყუშებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ფიშერის განუყრელები, ავსტრალიური ჭრელი როზელა, ინდური ყელსაბამიანი და პაკისტანური ქვესახეობის ალექსანდრული თუთიყუშები ინგირში საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ. ვიტო ამბობს, რომ თუთიყუშები საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებულები და ჩვეულებრივად მრავლდებიან.ბუნების მოყვარული კინოლოგი დასავლეთ საქართველოში "საფარი პარკის" არსებობაზე ოცნებობს. მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სივრცე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებს. საკუთარი თავიც ყველაზე ბედნიერად სწორედ ასეთ ადგილას წარმოუდგენია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები