მულტიმედია
ხისა და ლითონის ხელოვნების ნიმუშები ზუგდიდელი ოსტატისგან (ვიდეო/ფოტო)
პროფესიით მხატვარი ზუგდიდელი თენგიზ მიქენაია, წლებია, ხეზე და ლითონზე მუშაობს. ამზადებს ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, მუშაობს ჭერისა და იატაკის მოპირკეთებაზე, აკეთებს სამკაულებსა და დეკორატიულ ნივთებს. გრავიურის ხელოვნებას 5 წლის წინ დაეუფლა და მას შემდეგ ათეულობით უნიკალური ნამუშევარი შექმნა. ამბობს, რომ ლითონზე კვეთა სიზუსტეს, უდიდეს მოთმინებასა და ფანტაზიას მოითხოვს. მის ნაკეთობებში ხე და ლითონი ჰარმონიულად ქმნის ერთიან კომპოზიციას.
"არ არსებობს საქმე, რომელსაც მოსტუმრების მიზნით ვიწყებ. ზოგჯერ მუშაობისას დრო ისე გადის, გარშემო ვერაფერს ვგრძნობ, გარე სამყაროს ვარ მოწყვეტილი. ჩემთვის თითოეული ნამუშევარი ერთნაირად საყვარელი და საინტერესოა. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოგივა", - ამბობს თენგიზ მიქენაია.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ნამუშევარს მაინც გამოარჩევს. მისთვის ყველაზე ძვირფასი გრავირებული დანებია, რომელთა შექმნაში უდიდესი დრო და ენერგია ჩადო. გვიყვება, რომ თითოეულ მათგანზე მიკროსკოპის ქვეშ იმუშავა. ორნამენტები, რომლებსაც დანებზე ვხედავთ, ქართული ხასიათისაა და ძირითადად, ვაზის მოტივებზეა შექმნილი. "განსაკუთრებულად მიყვარს დანები, რომ მითხრან, მომყიდეო, შეიძლება, ვერ გავიმეტო. გასაყიდად იმიტომაც ვერ ვიმეტებ, რომ მისი ღირებულების ნახევრადაც ვერ გაიყიდება ჩვენს ქვეყანაში. გავყიდე რამდენიმე ნამუშევარი და დღესაც ვნანობ", - გვიყვება მხატვარი.მისი ნამუშევრების ნახვა ცაიშის, ვლაქერნის და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებსა და სხვა ეკლესიებში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ოსტატის ბევრი ნაკეთობა კერძო საკუთრებაშია. მისთვის ხეზე და ლითონზე მუშაობა ერთნაირად საინტერესოა, უპირატესობას მაინც ლითონს ანიჭებს და ნანობს, რომ მისით გვიან დაინტერესდა. "ვინც ხეზე მუშაობს, მისთვის, თითქოს, ძნელი არ უნდა იყოს ლითონზე მუშაობა, თუმცა ეს ასე არ არის. ძალიან გამიჭირდა და უცხოელი მეგობრები დამეხმარნენ. უკვე ჩემს მიერ შექმნილ მინიატურულ გრავიურაზე დეტალები თვალით არ ჩანს, მიკროსკოპის ქვეშ უნდა ნახო ნახატები, რომ გაარჩიო... აი, თუ მიკროსკოპის ქვეშ არ ნახე შეცდომა, ჩათვალე, რომ კარგი ნამუშევარია", - განმარტავს გრავიორი.ოსტატი წუხს, რომ გრავირების ხელოვნებით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან. ოცნებობს, ისეთი სახელოსნო ჰქონდეს, სადაც მოსწავლეების მიღებას და ცოდნის მომავალი თაობისთვის გაზიარებას შეძლებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.