კორონაპანდემია და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუსიკოსი სამეგრელოდან (ფოტო/ვიდეო)
16:57 / 29.11.2020
ბენდ LADYBIRD-ის ვოკალისტი ზოე ცქვიტაია ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომელიც კორონაპანდემიის გამო საკუთარ საქმიანობას ჩამოშორდა და შემოსავლის წყაროც დაკარგა.
ზოე სამეგრელოდანაა და სწავლის პარალელურად თბილისის კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში ბენდთან ერთად მღეროდა. პანდემიამ კი გეგმები ჩაუშალა და იძულებული გახდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო. თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ოპტიმიზს არ კარგავს და ამბობს, რომ ახალი ვირუსის გავრცელების გამო შექმნილ ახალ რეალობაში დადებითი მხარეების დანახვა შესაძლებელია.
,,ამ ვირუსმა დაშალა ყველაფერი, რაც ამდენი წელი ვაშენეთ, ხუთი წლის განმავლობაში ერთად ვიყავით მე და ჩემი ბენდი „ლეიდიბერდი’’და ვქმნიდით იმას, რასაც საბოლოო ჯამში ბენდი ეწოდა. ეგ იყო ჩვენი შემოსავლის წყარო, მაგაზე ვიყავით დამოკიდებულები და საკმაოდ კარგი შემოსავალი გვქონდა. სამსახური დავკარგე, ჩავიკეტე სახლში, მაქსიმალურად ინტროვერტი გავხდი, უბრალოდ ერთი კარგი დადებითი ის ქონია ამ ვირუსს, რომ ოჯახთან ერთად ვატარებ დიდი ხანია დროს’’, - გვიყვება ბენდ LADYBIRD - ის ერთ - ერთი ვოკალისტი ზოე ცქვიტაია.
,,ლეიდიბირდი’’, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება (დიმიტრი ბერძენიშვილი - კლავიში, დავით ჩხიკვიშვილი-გიტარა, ირაკლი ზიბზიბაძე-ბას გიტარა, ვაჟა ბექაური-დრამი, თინანო მეგრელიძე-ვოკალი, ზოე ცქვიტაია -ვოკალი) ხუთი წელია უამრავი ადამიანის საყვარელი ბენდია. მათი რეპერტუარი მოიცავს მუსიკალური ლეგენდების საინტერესო ქავერებს.
პანდემიამდე ბენდი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობდა და მართავდა ლაივ კონცერტებს, ხშირად კი თავიანთ საყვარელ მსენელეს დედაქალაქის ერთ - ერთ ელიტურ „ჰარდ როკ კაფეში“ ხვდებოდა. პირველად, გაზაფხულზე გამოცხადებული შეზღუდვების დროს უმუშევარი დარჩა და შეიცვალა მისი ცხოვრების რიტმიც.
,,თბილისში როდესაც ხარ ბინის ქიარას, გადასახადებს იხდი, იქ ცხოვრობ, დაკავებული ხარ, ბევრი რამის კეთება გიწევს, ეს ყველაფერი რომ წამერთვა, რაზე დავრჩენილიყავი, სახლში ხომ არ ვიჯდებოდი, წამოვედი აქით მშობლებთან, ოჯახი რომ არ მყოლოდა და ესენი არ ყოფილიყვნენ არ ვიცი მართლა რა იქნებოდა’’, - უყვება რადიო ,,ათინათს’’ მომღერალი.
როგორც ამბობს ბოლოს, დიდ სცენაზე სექტემბერში იმღერა, მას შემდეგ, როგორც ყველა მომღერალი, დღემდე სახლშია.
,,სიმღერას გადავეჩვიე, სახლში სიმღერა თითქოს არაფერი არ არის... გართობის მხრივ რაღაცას თუ ჩავწერ და ინტერნეტში გამოვაქვეყნებ, თუმცა ხშირად არა, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ შეიძლება ვიმღერო'', - გვითხრა ზოემ.
მუსიკოსი გვიყვება, რომ მთავრობის მიერ უმუშევრობისთვის გამოყოფილ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგანაც ჰონორარი საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებოდა. ,,ძირითადად ხელზე ვიღებდი ჰონორარს და ზოგჯერ პირადი გადარიცხვით მირიცხავდნენ, ხელშეკრულებები უნდა წარმედგინა, რაც არ მქონდა, პანდემიამდე რომ ვმუშაობდი მაგის გაგება ნამდვილად მარტივია, თუმცა .... რას იზამ’’, - თქვა მან.
ზოე ამბობს, რომ ბენდის სხვადასხვა პროფესიის მქონე წევრებიდან, ნაწილმა დასაქმება მოახერხა, მეორე ნაწილმა კი სამსახური დღემდე ვერ იშოვა. ,,ჯოჯოხეთური შრომა დასჭირდება ისევ საზოგადოებაში გასვლას, მინდა რომ საავტორო მუსიკა გავაკეთო ჯგუფთან ერთად, რამდენად დამთანხმდებიან არ ვიცი, ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია, მათთვისაც ისევე მნიშვნელოვანია მუსიკა, როგორც ჩემთვის’’, - გვითხრა მან.
მომღერალი პროფესიის შეცვალზე არ ფიქრობს, თუმცა იზოლაციის დროს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას კორონავირუსის შემდგომი პერიოდისთვის გამოიყენებს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლის დასაცავად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები