მულტიმედია
#ახალიწლისნობათი - როგორ გააერთიანა პანდემიამ ახალგაზრდა ქალები შეჭირვებული ოჯახებისთვის (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელი ანი ცირდავა სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საახალწლო ნობათს აგროვებს. ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც წარმოიდგინა, რომ შესაძლოა ახალი წლის ღამეს ვინმე ტკბილეულისა და საკვების გარეშე დარჩეს. ჩანაფიქრის შესახებ პოსტი ფეისბუკზე გაავრცელა და როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წუთში მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე დაიწყო სოლიდარობის კამპანია #ახალიწლისნობათი.
„ერთ საღამოს საზამთროდ მოხუფულების ასაღებად საკუჭნაოში შევედი, რატომღაც არაფერი მომინდა. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი სჭირდება ადამიანებს... იდეის შესახებ ჩემი და ჩემი მეგობის მიერ შექმნილ ერთ - ერთ ფეისბუქ ჯგუფში დავპოსტე.ძალიან დიდი აქტიურობა წამოვიდა. არის შემთხვევები, როდესაც ტრანსპორტიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ საჩუქრების მოტანას. ასეთ დროს იქით მივდივარ მათთან მანქანით, ტომრებში ჩაწყობილი უამრავ რამეს მახვედრებენ: ლეჩოები, მურაბები, პომიდორის წვენები, თუნდაც კამფეტები ნებისმიერი რამ, რაც ოჯახში მოეპოვებოდათ. უმარავი რამ შეგროვდა, არც ველოდი’’, - ამბობს ანი.

ახალგაზრდა მოხალისე გვიყვება, რომ წამოწყებულ კამპანიას სოაციალურად დაუცველი ორი შვილის დედაც გამოეხმაურა და სხვების დახმარების სურვილი გამოთქვა.

,, მითხრა თუ სირცხვილი არ იქნება მე მაქვს პომიდორის წვენი და ტყემლის წვენი, შეიძლება ეს ორი მოგაწოდოო? მე ვუთხარი კი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პატარების ასაკს მეტყვი და ჩვენგანაც შენი პატარები საახალწლო საჩუქარს მიიღებენ. ჯერ არ მიმიწერია, მაგრამ ვგეგმავ ეს განვახორციელო’’, - გვითხრა მან.

ანი ფიქრობს, რომ საჭირო დროს შექმნილმა ჯგუფმა, რომელსაც ამ ეტაპზე 5000 - ზე მეტი წევრი ჰყავს და მათი დიდი უმრავლესობა ქალია, გაამართლა. მისი თქმით, აქ უკვე სხვადასხვა შინაარსის პოსტებს, მათ შორის, გასაყიდი ნივთების შესახებაც აქვეყნებენ.

,,ზოგმა ჩურჩხელა დადაამზადა, ზოგმა საყურეები გააკეთა საკუთარი ხელით და მოახდინა რეალიზაცია. ასევე, დაკეტილი მაღაზიების მფლობელებს დავემხარეთ, რომლებიც პანდემიის პირობებში პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენდენ. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ადგილობრივი თაფლი, ტყემალი, ნებისმიერი რამ, რასაც ქალები ამზადებენ ერთმანეთს ვუნაწილებთ და ასე ვყდით ხოლმე’’,
- გვიყვება ჩვენი რესპოდენტი.

ანი და მისი მეგობრები შეგროვილი ნობათის დარიგებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ასე მიულოცავენ ახალგაზრდა ქალები ახალ წელს იმ ოჯახებს, რომლებსაც საზოგადოების მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.