ზუგდიდის ინტელექტკლუბის ვირტუალური ცხოვრება და ნინელი ჭითანავას სახელობის ტურნირი (ფოტო/ვიდეო)
14:51 / 23.01.2021
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთ დროს ყველაზე ხმაურიან სივრცეში უცნაური სიმშვიდეა. ოთახში, სადაც მოზარდები თითქმის 20 წელია ინტელექტუალური თამაშებისთვის იკრიბებიან, ინტელექტკლუბის უცვლელი ხელმძღვანელი, ჯენეტ ქვარცხავა მარტოა. ნორჩი მოაზროვნეებისთვის შემეცნებით გაკვეთილებსა და შეჯიბრებებს ის პანდემიის გამო ონლაინ ატარებს.
"გვაქვს ონლაინ სივრცის პრობლემა. პროგრამების უმეტესობა ლიმიტირებულია, ხშირად არის ინტერნეტის ხარვეზებიც, ამიტომ გაკვეთილებსაც და თამაშებსაც სახლიდან ვატარებ. ხანდახან აქ მოვდივარ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ მასწავლებელი მაინც აქაა, რომ დავბრუნდებით, დაგვხდება, ისე როგორც ყოველთვის", - გვეუბნება ჯენეტ ქვარცხავა.
თამაშები ონლაინ გამართვა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარბაზში, თუმცა კლუბის ხელმძღვანელი ცდილობს, ლეპტოპებისა და ტელეფონების ეკრანებზე გადანაცვლებული "რა? სად? როდის?" და სხვა შეჯიბრებები საინტერესო და სახალისო გახადოს.
"შეგიძლია გაუზიარო ეკრანი, ანახო ვიდეო, მოასმენინო მუსიკის ფრაგმენტი. მოზარდს თუ საინტერესო ფორმით არ მიაწოდე ეს ყველაფერი, არ გაგიჩერდება, ამიტომ მეც ვსწავლობ რაღაცეებს, ბავშვებზე მეტსაც კი".
მას შემდეგ, რაც პანდემიამ სასახლის ყველაზე ბობოქარი ოთახიც გააჩუმა და გარშემო ყველას ცხოვრების განრიგი და გეგმები შეცვალა, ჯენეტ ქვარცხავა დიდხანს ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა კლუბის წევრებთან მუშაობა. შიშობდა, რომ ინტერესი მოიკლებდა, თუმცა როგორც კი გაკვეთილებისა და თამაშების განახლებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, ინტელექტკლუბში გაწევრიანების უამრავი თხოვნა მიიღო.
ახლა მსჯელობაში მოზარდებთან ერთად ხშირად მათი ოჯახის წევრებიც ერთვებიან.
"ძალიან ცოცხალი გაკვეთილები გვაქვს, მხურვალე დებატები, განხილვები, ერთმანეთს უმტკიცებენ თავიანთ აზრს, მიზიარებენ მე ახალ შთაბეჭდილებებს. ასევე, რაც აქვს დადებითი ჩვენს შეხვედრებს, არის ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, აქ არ ამოწმებენ ბავშვებს გაკვეთილის შესრულებაზე და უწერენ ნიშანს. ეს თავისუფალი სივრცეა. მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმ თემაზე და იმსჯელონ იმ საკითხებზე, რაც მართლა აინტერესებთ. ზოგჯერ მთელი ოჯახი ბავშვს გულშემატკივრობს, მონაწილეობენ მშობლები, ბებია-ბაბუებიც კი. ბევრი გამოწვევა გაუჩნდათ ბავშვებს სახლში ყოფნისას, მათ სჭირდებათ ის სიხარული, აღიარება, რომელიც თუნდაც იმ ერთი საათის განმავლობაში აქვთ ამ თამაშზე. არიან უზომოდ ბედნიერები. მგონია, რომ ამ დროს მომავალ წარმატებებზე ფიქრობენ", - ამბობს ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
წელს ტრადიციული ტურნირი "მოაზროვნე" მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის გარდაცვლილი დირექტორის, ნინელი ჭითანავას სახელობისაა.
"კლუბის უდიდესი ქომაგი, რომელმაც წლების წინ გაიზიარა მისი არსებობის საჭიროება და ძალიან რთულ წლებში უჭერდა მხარს კლუბის შენარჩუნებას, ნინელი ჭითანავა სწორედ ამ ვერაგ ვირუსს ემსხვერპლა. ეს ძალიან დიდი შოკი იყო ჩვენთვის, მოუშუშებელი ტრავმაა მთელი სასახლისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ტურნირი მიგვეძღვნა ქალბატონო ნინელის ხსოვნისთვის. ამან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რიგში დადგნენ ჯგუფები რომ ეთამაშათ. მწერდნენ ბავშვები - აი დღეს ჩვენ ვითამაშებთ, აი მომდევნო შაბათს ჩვენ... როცა თამაშს ვატარებთ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ადამიანებს, რამდენად ვერაგია ეს დაავადება, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ჯანმრთელად და საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ვიყოთ დაცულები", - გვეუბნება ჯენეტ ქვარცხავა და ცრემლებს ვერ იკავებს.
ნინელი ჭითანავას სახელობის ტურნირში, რომელიც მაისამდე გაგრძელდება, უკვე ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. როგორც კლუბის ხელმძღვანელი გვიხსნის, ყველა თამაშში ვლინდება საუკეთესო მოაზროვნე, რომელსაც, როგორც ყოველთვის სიმბოლურად, წიგნებით ასაჩუქრებენ.
"გვყავდა ტურნირში პირველი საუკეთესო მოთამაშე და წიგნი უნდა გადაგვეცა, აღმოჩნდა, რომ თვითიზოლაციაშია და კოვიდით იყო დაავადებული. საჩუქრის გადაცემაზე რომ მიდგა საქმე, მასწავლებელო, ახლა კარანტინში ვარ, დასრულდება და მოვალ მივიღებ წიგნსო", - ეღიმება ჯენეტს.
ახლა ახალგაზრდა ზუგდიდელი მოაზროვნეები და მათი მასწავლებელი პანდემიის დასრულებას და საყვარელ ოთახში შეკრებას ელოდებიან. ჯენეტ ქვარცხავა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობები ენატრებათ და სჯერა, რომ როდესაც მონატრებულ ხმაურს დაუბრუნებენ, ეს მოზარდებს დისტანცირებით გამოწვეული გაუცხოების დაძლევაში აუცილებლად დაეხმარებათ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები