მულტიმედია
ახალგაზრდა მევიოლინე ანა ჭანია და მისი გეგმები, რომლებსაც პანდემიაც კი ვერ ცვლის (ფოტო/აუდიო)
,,ყველაფერი დაიწყო ზუგდიდში, არაჩვეულებრივ პედაგოგ ემზარ თავაძესთან. შემდეგ, მან მირჩია, რომ შემეცვალა სკოლა, ქალაქი, გადავსულიყავი ნიჭიერთა ათწლედში... და, რომ არა ჩემი კიდევ ერთი პედაგოგი, კოტე ვარდელი, უბრალოდ არ ვიქნებოდი მუსიკოსი“, - ასე იწყებს თავისი მუსიკალურ ცხოვრების ამბავს 18 წლის ზუგდიდელი მევიოლინე.

ანა ჭანია 8 წლის იყო, როცა დეიდის რჩევით, ზუგდიდში, ვიოლინოს სამუსიკო სკოლაში მიიყვანეს. იხსენებს, რომ მაშინ კლასიკური მუსიკა დიდად არ აინტერესებდა.

,,მახსოვს, როდესაც მივედი გასაუბრებაზე, იყო ამობეჭდილი სია და ჩემი სახელი და გვარი საწერკალმით იყო ბოლოს მიწერილი. ბოლო დღე იყო, ამარჩიეს, მაგრამ მთლად კარგად ვერ განვითარდა ჩემი საქმიანობა, რადგან მანამდე არასდროს მქონია შეხება კლასიკურ მუსიკასთან. ერთ დღეს, როდესაც დეიდაჩემი მივიდა სკოლაში და იკითხა, რას შვრება ანაო, ზრდილობიანად უთხრეს, თუ შეიძლება წაიყვანეთ, ინტერესი არ გააჩნია და იქნებ სხვა ინსტრუმენტი მაინც სცადოსო’’ , - გვიყვება ანა ღიმილით.

მუსიკალურ სკოლაში სიარული მაინც არ მიუტოვებია. მისი მთავარი მხარდამჭერი იყო ბებია, რომელიც გაკვეთილებზე მიჰყვებოდა და ყველა შენიშვნასა თუ წარმატებას იმახსოვრებდა და ინიშნავდა. ოჯახი დღესაც ანას ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ბებია კი ისევ მთავარი მხარდამჭერი.

10 წლისამ პირველი კონცერტი ზუგდიდში გამართა, მალე კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედში ჩააბარა. მას შემდეგ ვიოლინოზე დაკვრა არ შეუწყვეტია.
ანა ჭანია და მისი პირველი პედაგოგი ემზარ თავაძე
,,ჩემი პირველი პედაგოგი იყო ემზარ თავაძე, რომელიც სამწუხაროდ კორონავირუსით გარდაიცვალა, სწორედ მან სამი წლის მერე მირჩია, გადავსულიყავი თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში. შემდეგ იყო კონსტანტინე ვარდელი, ამ ადამიანს მე აღვიქვამდი როგორც მეგობარს და არა პედაგოგს, ოჯახის წევრი იყო და თვითონაც ასე აღმიქვამდა მე. მყავდა პედაგოგი ნოდარ ჟვანია, რომელმაც ბევრი მასწავლა და სხვა კუთხით დამანახა მუსიკა. ახლა ვიმყოფები გია ხაინდრავასთან და კონსერვატორიაში ვაბარებ მასთან’’, - ანა მიიჩნევს, რომ მაღალი რანგის პროფესიონალებთან სწავლა უდიდესი შესაძლებლობა, გამოცდილება და დიდი მოტივაციაა.
ანა ჭანია და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი კონსტანტინე ვარდელი
გვიყვება, როგორ მეცადინეობს: გეგმა აქვს ჩამოწერილი და დღეში 4 -5 საათი ვარჯიშობს ნელ ტემპში, მყესები რომ არ დაეჭიმოს. ნაწარმოების დაკვრის დაწყებამდე თითები მწყობრში მოჰყავს, უკრავს გამას, ეტიუდს და აკეთებს სხვადასხვა სავარჯიშოს.
ანა ჭანია და თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, ალტისტი ნოდარ ჟვანია
,,ოთხი საათი ვცდილობ დავუკრა. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, რამდენ საათს დაუკრავ დღეში. ჩემ შემთხვევაში, მივხვდი, რომ ხუთი საათი მაქსიმუმია, იმიტომ რომ ტვინის ისეთი დატვირთვა და გონებრივი სამუშაოა, მეტი მე უბრალოდ არ შემიძლია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ აგერიოს, მართლა იმეცადინო და არამხოლოდ დაუკრა. მეცადინეობა ნელ ტემპშია საჭირო, უნდა დაასუფთაო, დეტალებზე უნდა იმუშაო და არა მთლიანად დაუკრა თავიდან ბოლომდე საათების განმავლობაში. გეგმა უნდა გქონდეს ჩამოწერილი, უფრო პროდუქტიულია, ჩემი აზრით. დროსაც დაზოგავ და ენერგიასაც’’, - გვიხსნის ანა.არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში მონაწილეობდა წარმატებულად. სხვადასხვა ჯილდო, მუსიკალური პრემია თუ სიგელიც დაიმსახურა. ყველაზე ბედნიერად და ლაღად თავს სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე გრძნობს

,,გერმანიაში იყო ჩემი პირველი გასვლა, ჰამბურგში. 11 წლის ვიყავი. 2014 წლის შემდეგ წილად მხვდა პატივი, ყოველ წელს წავსულიყავი გერმანიაში კონცერტებზე. რა თქმა უნდა, ადრეც გამოვსულვარ მრავალ კონკურსზე. იქნება ეს წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული, საჭიროა, რომ მუსიკოსმა ასეთ ამპლუაში გამოსცადოს საკუთარი თავი. სტრესულია კონკურსი, ხშირად სხვა კრიტერიუმებია, რასაც შენ ვერასდროს გაიგებ, თუნდაც ჟიური როგორ გაფასებს ამას, მაგრამ კონკურსზე გასვლა საჭიროა. კარიერა რომ შექმნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკურსს. როდესაც არის საერთაშორისო კონკურსები და მსოფლიოს მასშტაბით ხდება გადაცემა, შეიძლება შენით დაინტერესდეს მრავალი იმპრესარიო, დირიჟორიი და ა შ. შეიძლება დიდ წარმატებას ვერ მიაღწიო ამ კონკურსში, მეორე ან მესამე ტურში ვერ გადახვიდე, მაგრამ დაინტერესდნენ შენით. ძალიან უცნაური მექანიზმია კონკურსები’’, - ამბობს ანა ჭანია.

იცის რომ მუსიკას დიდი შრომა სჭირდება და ვიოლინოზე დაკვრაც მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასრულებს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. გვეუბნება, რომ მისთვის განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი ბახი და მოცარტია.

ანა ამჟამად აბიტურიენტია და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება. კოვიდპანდემიის გამო ძირითადად დისტანციურად, ზოგჯერ კი პედაგოგთან სახლში მეცადინეობს.

,,ძალიან დიდი სტრესია მუსიკოსისთვის და მათთვის ვინც ხელოვნებას ემსახურება სცენის და მსმენელის გარეშე დარჩენა. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, პირველი თვე გავუძელით, მეორეც, შემდეგ კიდევ ორი თვე, სამი... და გაგრძელდა უსასრულოდ. მართლა ძალიან დიდი სტრესია. მომიწია ასევე ონლაინ კონცერტი ცხოვრებაში პირველად, ვირტულაურად ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან უცნაური შეგრძნება’’, - გვიყვება ანა და დასძენს, რომ მისი აზრით, მუსიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხლად, მსმენელის წინაშე შესრულებაა.

უკვე წელიწადზე მეტია, ეს ბედნიერება კოვიდმა წაართვა. სჯერა, რომ მალე დაიბრუნებს, თუმცა ახლა, პანდემიაში თუ პანდემიის გარეშე, ანასთვის მთავარი კონსერვატორიაში ჩაბარებაა, შემდეგ კი უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს:

,,მინდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და უფრო ღრმად ჩემი სფეროს შესწავლა. გერმანიაში მინდა, რადგან გერმანია კლასიკური მუსიკის ცენტრია“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.