მულტიმედია
„ჩაკეტილ აფხაზეთში ცხოვრება ძალიან რთულია“ - ენგურის ხიდი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
უკვე მეექვსე დღეა, ასობით მოქალაქე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის და პირიქით, სამეგრელოში გადმოდის. წელიწადზე მეტი ხნით ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გახსნას მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა.
გალის მკვიდრი მანანა ფარულავა სხვა რესპოდენტებისგან განსხვავებით, გვიღიმის, ჩვენს კამერას არ ემალება. გვეუბნება, რომ წელიწადნახევარია, არ გადმოსულა. ახლა ზუგდიდში საყიდლებზე მიდის და რამდენიმე საათში, ისევ უკან დაბრუნდება.

,,პირველად მოვდივარ, წელიწადი და ხუთი თვეა არ გადმოვსულვარ აქეთ, გაიხსნა გზა აფხაზეთის, ახლა ფულს ავიღებ აქვე ,,ლიბერთი ბანკში’’ და წავალ საყიდლებზე ზუგდიდში’’, - გვეუბნება მანანა ფარულავა.

ენგურის ხიდის გახსნაზე განცხადება 5 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

,,მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შესაძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით’’.

მანამდე კი პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობის მიერ გასული წლის მარტში ჩაკეტილი ენგურის ხიდი დროებით რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო ხელისუფლება გამონაკლისის სახით საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ პენსიონრებს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს და "ენგურჰესის" თანამშრომლებს უშვებდა.

თითქმის ორი წლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა ოტობაიაში მცხოვრები 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც გვეუბნება რომ ხიდზე სამი, რუსული, აფხაზური და ქართული საკონტროლო პუნქტი გადმოკვეთა და უსაფრთხოების გამო, ანონიმურად დარჩენა გვთხოვა.

ის რადიო ,,ათინათთან’’ აღნიშნავს, ჩაკეტილ აფხაზეთში ცხოვრება ემოციურად რთულია, ამიტომ უხარია ხიდის გახსნა. გვითხრა, რომ ხშირად ივლის ზუგდიდში პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად და ასევე თბილისშიც, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იმასაც ამბობს, რომ ძალიან უნდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავის დამკვიდრება, თუმცა იქაურ კარ - მიდამოს ვერ მიატოვებს, რადგანაც სოფლის მეურნეობა და თხილი მისი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

,,იქ რაც გავაკეთე, აქ აწი ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ, ვერ მივატოვებ ჩემს სახლ - კარს, მენატრება ჩემი შვილები, შვილიშვილები. იმედია მალე ვნახავ მათ. დღეს მივდივარ ზუგდიდში, რაღაცები უნდა ვიყიდო ბავშვებისთვის, ჩემთვის და ისევ უნდა დავბრუნდე სახლში, ბოლოს აქ შარშან წინ ვიყავი, მენატრება ჩემი შვილები, შვილიშვილები ისინი თბილისში ცხოვრობენ, ორ თვეში საბუთებს გააკეთებს ჩემი მეუღლე და აუცილებლად ვნახავთ მათ, რახან ხიდი გაიხსნა აწი უფრო ხშირად გადმოვალ’’, - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ზუგდიდში გალის რაიონის მოსახლეობამ დაიწყო გადმოსვლა, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში მომხმარებელმა იმატა.

,,საზღვრის გახსნის შემდეგ ძალიან კარგი მუშაობა გვაქვს, როცა ისინი თავისუფლად გადმოდიან, ეს ჩვენი მუშაობისთვის ძალიან კარგია, ისინი ყველაფერს აქ, ჩვენთან ყიდულობენ’’, - გვეუბნება ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრე მზია ჯიქია.

,,ენგურის ხიდი, რომ გაიხსნა კარგია, ძალიან დაგვეტყო ბაზრობის ხალხს. ყველანაირად კარგია, ვაჭრობის მხრიდან ხელი მოგვემართა, ზოგი ნათესავი გადმოდის, გვიხარია. ვთხოვ მთავრობას იღონონ ყველაფერი და გზა არ გადაიკეტოს’’,- დასძენს ბაზრის ერთ- ერთი მოვაჭრე მაგული ბაკარანძე.

გალელები ჩვენთან პირად საუბარში ჰყვებიან, რომ ხიდის ჩაკეტვამ, პირველ რიგში, გალის რაიონის ქართული მოსახლეობა დააზარალა და უხარიათ, რომ სამეგრელოში გადმოსასვლელი ერთადერთი პუნქტი ყველასთვის გაიხსნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 ივლისიდან დღემდე ენგურის ხიდი 2176-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.