მულტიმედია
ზუგდიდელი ზაალ ლატარია: სანამ ამ ომს არ მოვიგებთ, უკრაინიდან წამსვლელი არ ვარ (ფოტო/აუდიო)
ზუგდიდელი ზაალ ლატარია, რომელმაც რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა, უკრაინაში ომში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მესამე დღეს ჩაერთო. 27 თებერვლიდან ის უცხოური ლეგიონის მოხალისეა. გვეუბნება, რომ ახლა კონკრეტულად იმ ადგილზეა, სადაც ბრძოლები უნდა განახლდეს, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ გვესაუბრება.

ქართველი მეომარი ამბობს, რომ საბრძოლო განწყობაზეა და მზად არის, მეგობრებთან ერთად მტერს საკადრისი პასუხი გასცეს.

,,უკრაინაში 2014 წლიდან ვიბრძვი და ახლა რომ განახლდა ომი, ისევ შევუერთდი ჩემს ქვედანაყოფს. აგვისტოში ჩამოვედი აქ, განწყობა კარგი გვაქვს და ველოდებით მტრის ახალ ფაზას, ისევ შემოტევას და ყველანაირად მზად ვართ, დავხვდეთ, საკადრისი პასუხი გავცეთ და გამოვეკიდოთ მოსკოვამდე. სანამ ამ ომს არ მოვიგებთ, უკრაინიდან წამსვლელი არ ვარ, მერე ალბათ დავბუნდები ჩემს სამშობლოში’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ მებრძოლმა.მეომარი მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინაში ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ნიშნავს.

,,მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომიცაა. ჩემი ფიქრი და ჩემი განწყობა ასეთია - აქ გადის ჩვენი ფრონტის ხაზი, თუ აქ ვერ შევაჩერებთ რუს აგრესორებს და პუტინს, ვფიქრობ, რომ საქართველოც არ იქნება, ვარ ჩამოსული სულით, გულით მოხალისედ, უხელფასოდ, უყველაფროდ ვეხმარები უკრაინას და დავეხმარები, სანამ ცოცხალი ვარ“, - ამბობს ზაალ ლატარია.

16 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც, შესაბამისად, რუსების სისასტიკე მისთვის ახალი და უცხო არ არის. 1994 წელს, მძიმედ დაჭრილმა, თითქმის, ერთი წელი საავადმყოფოში გაატარა, ამის შემდეგ, 2013 წლამდე შს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობდა, აქვს მაიორის წოდება.

,,ჩემი საომარი გამოცდილება 1992 წლიდან იწყება, 16 წლის ვიყავი, ვიბრძოდი აფხაზეთში, ვარ მძიმედ დაჭრილი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ყველა ბოლო ომში, რომელიც საქართველოს ერთიანობას ეხება და ასევე, უკრაინის, მიომია’’, - გვიყვება ლატარია.

ზაალ ჯალაღონიას მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს, ოჯახი კიდევ ერთი წევრის მოლოდინშია. მათთან კომუნიკაციას იშვიათად, თუმცა მაინც ახერხებს. ასე ზაალი და ოჯახის წევრები ერთმანეთს ამხნევებენ.

,,ოჯახის წევრები ტირიან, განიცდიან, ინტერნეტით ვეკონტაქტები, სამ დღეში ერთხელ, ორ დღეში ერთხელ, ყველანაირად ვცდილობ, ინტერნეტი ჩართული მქონდეს, როცა ტელეფონი ითიშება, მათ შიშის გრძნობა ეუფლებათ, ვამხნევებთ ერთმანეთს“, - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

ზაალ ლატარიასთან ერთად უცხოურ ლეგიონში კიდევ ერთი ზუგდიდელი, გიორგი ფარცვანია იბრძვის. ისინი ქართველების სახელით ომობენ, რომ უკრაინამ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რაც, როგორც თავად ფიქრობენ, საქართველოს გამარჯვების საწინდარი იქნება.

46 დღიანი ბრძოლების შემდეგ ზუგდიდელი მეომარი ბრძოლის ჟინსა და შემართებას არ კარგავს, მშვიდობას გვისურვებს და ამ სიტყვებით გვემშვიდობება:

„დიდება, უკრაინას, დიდება საქართველოს“.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.