მულტიმედია
ომს გამოქცეული უკრაინელი ბავშვები ზუგდიდში - ყოველდღიურობა და ოცნებები
ომი, სახლიდან შორს ყოფნა, ოცნებები სამშობლოში დაბრუნებაზე, მეგობრების, სკოლის, ქალაქის მონატრება - უკვე რამდენიმე თვეა, ზუგდიდში ომს გამოქცეული უკრაინელი ბავშვები ცხოვრობენ და პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შარშანდელისგან განსხვავებული სურვილები აქვთ. ზუგდიდი მოსწონთ, აქ თანატოლებს დაუმეგობრდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი მაინც უკრაინაში დაბრუნებაა.

ზუგდიდის სკოლებში უკრაინიდან დევნილი 13 მოსწავლე ირიცხება, რადიო "ათინათი" რამდენიმე მათგანს ესაუბრა და მათი ცხოვრებითა და ყოველდღიურობით დაინტერესდა.

სონია 8 წლისაა, ის სამშობლოდან საქართველოში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩამოვიდა. ახლა აქ დედასთან და დებთან ერთად ცხოვრობს. გოგონა ემოციურად გვიყვება მისი უკრაინული და ახლა უკვე ზუგდიდური ცხოვრების შესახებ.


"ოდესის ოლქიდან ვარ, ომი რომ დაიწყო, ბებოსთან ვიყავით. ჩემი ქალაქი ძალიან ლამაზია, არის საბავშვო მოედნები, ზღვა ახლოსაა, ფეხით დავდიოდით. ჩემი სკოლა კარგია, ლამაზი. მასწავლებლები ზოგჯერ გვიბრაზდებოდნენ (იღიმის), ისე კი კეთილები არიან. ყველა კლასელის ნომერი არ მაქვს, დარინა რომელიღაცა ქვეყანაში გაემგზავრა, საღამოს რომ "ვჩათაობდით" საერთო ჯგუფში, მოგვწერა ჩემთან ძალიან გვიანია და ვერ გწერთო. მივხვდი, რომ დროში დიდი სხვაობა გვაქვს. სხვებზე ცოტა რამ ვიცი, საშას ნომერი მქონდა, ვწერდით ერთმანეთს, ახლა კი აღარ მწერს, ბოლოს 8 მარტი მომილოცა.

ყველაზე ძალიან ბებო და ბაბუა მენატრება, ახლა იქ არიან, უკრაინაში. ვურეკავთ, ნორმალურად არიან. მათთან სირენების ხმაა. ბაბუა სკოლის დარაჯია, თუ ბომბები ჩამოფრინდება, ბაბუამ უნდა გააფრთხილოს ყველა.

ჩემი საუკეთესო მეგობარი მატვეია, ყველა ჩემს საიდუმოლოს ინახავდა, არავის უყვებოდა. კიდევ ანგელინა, ავგუსტა და ევა. მატვეის ნომერი არ მაქვს, მინდოდა გამომერთმია, მაგრამ ვერ მოვასწარი. ოდესაშია ალბათ ახლა.

სკოლაში რომ მივედი ყველა ადგა, გამეცნო, კეთილები არიან. ზოგმა უკრაინელმა ბავშვმა უკვე იცის ცოტა ქართული. ის ვინც ჩემსავით გადმოვიდა, სწავლობს ასოებს, სიტყვებს და ასე ვსწავლობთ ქართულს. რაღაცეები უკვე მესმის, რაზეც საუბრობენ. რომელი ქართული სიტყვა მომწონს? (ფიქრობს) ჯერ ალბათ არ მისწავლია ასეთი სიტყვა, ისე კი მომწონს ქართული. სკოლაც მომწონს ძალიან.

ახლა აქ დავდივარ ქართულ ცეკვებზე, კიდევ ინგლისურზე. ძალიან მინდა ცურვაზე ვიარო და ხატვაზე. ოდესაში ტანვარჯიშზე დავდიოდი, მაგრამ უკვე არ მინდა. ხატვა ყველაზე კარგად გამომდის და მიყვარს.

ზუგდიდში ყველაზე უფრო დადიანების სასახლე მომწონს. მინდა შიგნიდან ვნახო.

მინდა უკრაინაში ომი დასრულდეს და ყველაფრის შენება დაიწყონ, რომ უკრაინა იყოს ისეთივე, როგორიც იყო. ზღვაზე რომ მივდიოდით, იქ ახლოს იყო "ეშმაკის ბორბალი", რომელზეც ძალიან მინდოდა სულ ასვლა, მინდა ეს ერთხელაც შევძლო".



ძმები 12 წლის არტიომი და 11 წლის ანდრეი კიევიდან არიან. მარტში სამშობლო მათაც იძულებით დატოვეს, ომის რეალური სახე საკუთარი თვალით იხილეს და განსაკუთრებით მაშინ განიცადეს, როცა სახლიდან გამოქცევა და მანქანაში ერთი კვირის გატარებამ მოუწიათ. ზუგდიდში ძმები დედასთან ერთად ჩამოვიდნენ, მამა კი უკრიანაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის.

ანდრეი: კიევის ოლქიდან ვართ. ჩვენი სკოლა ჩვეულებრივია, უბანიც პატარაა. მაღაზიაა, რამდენიმე ქუჩა და მორჩა. მეგობარი ბევრი გვყავს, ჩემს მეგობრებს ალექსი და აკიმი ჰქვიათ, ბევრს დავბოდიალობთ ხოლმე ერთად. ახლა ერთი ლიეტუვაშია, აკიმს კი ვერ ვუკავშირდები. ბევრი დაბრუნდა კიდეც სახლში, ჩვენც, რა თქმა უნდა, გვინდა მალე დაბრუნება.

არტიომი: ჩემი საუკეთესო მეგობარი სტასია, მასთან ერთად ბევრ დროს ვატარებთ, ვთამაშობთ. ახლა ლვოვშია. გვეუბნება, რომ ისეთი ხმაური და განგაშის სიგნალები არაა, როგორც კიევში იყო.

ანდრეი: სპორტითაც ვიყავით დაკავებულები, მე კარატეზე დავდიოდი, მანამდე ბოქსზეც. სპორტით დაკავებისთვის ბევრი ადგილი გვაქვს. აქ მხოლოდ ინგლისურზე დავდივართ.

ანდრეი: ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ბევრი მთაა საქართველოში. დედასთან ერთად სულ ვგეგმავდით ჩამოსვლას და მოგზაურობას. ჩამოსვლამდე მეგონა, რომ ეგრევე მთის ხედები იქნებოდა, ცხენები და სხვა ცხოველები. თვითმფრინავიდან ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ.

არტიომი: მე მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველო მოგზაურობისთვის კარგი ქვეყანაა, ვიცოდით, რომ დედა შემოგვატარებდა საინტერესო და ეგზოტიკურ ადგილებს, რადგან თვითონ ძალიან უყვარს მოგზაურობა და სურათების გადაღება. გვინდა გამოქვაბულების ნახვა. ვიყავით ჩანჩქერებთან და კანიონებთან მარტვილში, ანაკლიაში, ბათუმში, ძალიან მოგვეწონა. ზღვა უფრო გვიყვარს.

ანდრეი: სკოლაში რუსულ სექტორში დავდივართ. პირველად შეგხვდნენ დამრიგებლები, მიგვიყვანეს კლასში, გაგვაცნეს ყველა. მე ბოლო მერხზე დამსვეს, რადგან როგორც აღმოჩნდა, მაღალი ვარ სხვებზე. თბილად შემხვდნენ, ყველა ცდილობდა, გამცნობოდა.

არტიომი: თავიდან ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველა შესვენებაზე მოდიოდნენ და ცდილობდნენ ჩემს გაცნობას. მიხაროდა ეს, რა თქმა უნდა. უკვე გავიჩინე მეგობრები.

ანდრეი: ვისურვებდი კონსტრუქტორებთან მუშაობას. სახლში პატარა ძრავი ავაწყვე "ლეგოსთვის".

არტიომი: თვითგორია მიყვარს ძალიან, უბრალოდ კიევში მომპარეს. აქ ჯერ არ მაქვს, ისე კი ვიცი ილეთები.

ანდრეი: ახლა ახალი ოცნება მაქვს, მინდა რუსეთში მიატოვონ ტყუილის თქმა საინფორმაციო გამოშვებებში. მეორე კი დიდი გავხდე და მყავდეს მანქანა. კიდევ ომი რომ დამთავრდეს.

არტიომი: მინდა სკოლა დავამთავრო მალე, რომ ბევრი ფული ვიშოვო. პროგრამისტი უნდა გავხდე. კიდევ მინდა პროფესიონალურად ვასრულებდე ილეთებს სკეიტზე ან ველოსიპედით.

UNICEF-ის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტმა იძულებით დატოვა სახლი. მათი ნაწილი ლტოლვილის სტატუსით მეზობელ სახელმწიფოებში იმყოფება, ნაწილი კი იძულებით გადაადგილებულია საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, რამდენიმე ათეული უკრაინელი მოზარდი ზუგდიდში მყოფმა ნათესავებმა, ან უცხო ადამიანებმა მიიღეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.