ცეკვაში გაცოცხლებული აფხაზური მოგონებები და მასწავლებელი, რომელიც ენგურს გაღმა ცეკვაზე ოცნებობს (ფოტო/ვიდეო)
15:27 / 01.10.2022
მაშინ, როცა აფხაზეთში, სახელმწიფო ანსამბლ „შარათინში“ ცეკვავდა, ვერ წარმოედგინა, რომ მომავალში უკვე საკუთარი ანსამბლის წევრებს მშობლიურ კუთხეში ვერ წაიყვანდა. ჟანა გაგუა 10 წელია ანსამბლ „ქილორს“ (ქართ. ხოხობი) ხელმძღვანელობს და ქართულ ტრადიციულ, მათ შორის, აფხაზურ ცეკვებსაც ასწავლის.
ჟანა 55 წლის წინ ტყვარჩელში დაიბადა. მისი ქართულ-აფხაზური ოჯახი აფხაზეთიდან სამეგრელოში საცხოვრებლად ომამდე წამოვიდა, თუმცა მშობლიურ კუთხეში ახლობლების სანახავად ხშირად დადიოდნენ.
განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს „შარათინში“ ცეკვის წლებს.
ანსამბლი ,,შარათინის’’ კონცერტი სოხუმის ფილარმონიაში
,,უმეტესად ეთნიკურად აფხაზები იყვნენ ანსამბლში, ვიყავით ხუთი- ექვსი ქართველი და ყველას იდეალური ურთიერთობა გვქონდა. თბილად მიმიღეს და მთელი სამი წელი ბევრი მოგონება მაკავშირებს მათთან, მათ შორის, გასტროლები, ურთიერთობები. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ცეკვებს ვსწავლობდით და ეს ძალიან მოგვწონდა“, - გვიყვება ჟანა.
გვეუბნება, რომ ,,შარათინის’’ მოცეკვავეებს ტელეფონით თუ ინტერნეტით დღემდე ეკონტაქტება, მათთან მეგობრული კავშირი არასოდეს გაუწყვეტია და ხშირად ერთმანეთს პროფესიულ რჩევებსაც უზიარებენ. ანსამბლის საიუბილეო კონცერტი - 15 წელი დაარსებიდან
მისმა აფხაზმა მეგობრებმა იციან, რომ ჟანას შეგირდები აფხაზური ცეკვის შესწავლით არიან დაინტერესებულები. როცა დასჭირდა, მეგობრებმა აფხაზეთიდან დისკზე ჩაწერილი აფხაზური საცეკვაო სიმღერების ჩანაწერი გამოუგზავნეს. ჟანა გაგუა რეპეტიციაზე თავის მოსწავლეებთან რუხის სკოლაში
,,აფხაზური ცეკვების პოპულარიზაციისთვის რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, რაც მისწავლია სახელმწიფო ანსამბლლში, რაც მახსოვს, ვუზიარებ მოსწავლეებს. ბავშვებიც დაინტერესებულნი არიან ამ ცეკვებით’’, - გვეუბნება ჟანა. აფხაზური ცეკვის მასტერკლასი ქორეოგრაფებისთვის ანაკლიაში
„შარათინამდე“ იყო ცეკვა ბაღსა და სკოლაშიც. ბავშვობიდან იცოდა, მომავალში რა იქნებოდა მისი პროფესია და ახლა უკვე საყვარელი საქმე მისი შემოსავლის წყაროა.
ჩვენი რესპონდენტის მიერ დაარსებულ ანსამბლს მალევე ახალგაზრდა მოცეკვავე, აფხაზეთიდან დევნილი ნიკა ჯომიდავა შეუერთდა. ისინი 50 - მდე მოსწავლეს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და რუხის საჯარო სკოლაში ცეკვის გაკვეთილებს კვირაში სამჯერ ატარებენ. ანსამბლ ,,ქილორის’’ ქორეოგრაფები ჟანა გაგუა და ნიკა ჯომიდავა
ნიკა ამბობს, რომ მოზარდები მონდომებულები არიან ქართული ქორეოგრაფიის შესწავლით და მიიჩნევს, რომ აფხაზური ცეკვების პოპულარიზაცია ახალი თაობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ანსამბლ ,,ქილორის’’ მოცეკვავეები
,,ძალიან კარგად ეწყობიან ბავშვები აფხაზური ცეკვების სწავლებას, თვითონაც სურთ, რომ ისწავლონ, ძალიან მონდომებულები არიან. ჩვენ რითაც შეგვიძლია ვეხმარებით ამაში, ვასწავლით აფხაზურ ცეკვებს და შემდგომშიც გავაგრძელებთ აუცილებლად’’, - გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა მოცეკვავემ.
ჟანასაც და ნიკასაც სურთ, მალე დადგეს დღე, როცა „ქილორის“ წევრებს აფხაზეთში გასტროლით წაიყვანენ და იქ იცეკვებენ. იციან, რომ ახლა ეს შეუძლებელია, თუმცა მშობლიურ კუთხეში ცეკვის იმედს არ კარგავენ. ,,ჩელას'' უფროსი თაობის გასვლითი კონცერტი ჩოხატაურში 2019 წელს
,,როცა ენგურს გაღმა მეგობრები ერთმანეთში ვსაუბრობთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ იქ, აფხაზეთშიც და აქაც, სამეგრელოში ერთობილვად ჩავატაროთ კონცერტი’’, - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს ჟანა გაგუა. ,,შარათინის’’ მოცეკვავეები საზეიმო კონცერტზე მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის წინ სოხუმში
მანამდე კი ცეკვითვე აცოცხლებს ბავშვობისა და სტუდენტობის მოგონებებს და თან ცდილობს, მოცეკვავეებს მონატრებული აფხაზეთი ამ კუთხით ასწავლოს და შეაყვაროს.
ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები