მულტიმედია
ანიმატორი სამეგრელოდან - ხობში გაცოცხლებული ნახატები (ფოტო/ვიდეო)
რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, აუცილებლად გაგახსენდებათ ერთი ანიმაციური ფილმი მაინც, რომელიც ბავშვობასთან და კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ანიმაცია დროსა და სივრცეში სტატიკური კადრის გაცოცხლებას ნიშნავს, მაგრამ, თუ გიფიქრიათ როგორ გაცოცხლდნენ ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟები: წუნა და წრუწუნა, ზაქარა და ქეთევანი ჩხიკვთა ქორწილიდან, ტომი და ჯერი ან სხვა გმირები ?

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მულტიპლიკაციურ ფილმებზე მუშაობის ხერხებიც შეიცვალა და დაიხვეწა, თუმცა პრინციპი უცვლელია. ადამიანი, რომელსაც ერთ სიბრტყეზე დახატული საგნის თუ პერსონაჟის გაცოცხლება ევალება, ანიმატორი ჰქვია. ათწლეულების წინ ერთი ანიმაციური ფილმის შესაქმნელად დიდი ჯგუფები მუშაობდნენ - მხატვრები, ოპერატორები, ანიმატორები და ა.შ. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კი თითქმის ყველა ფუნქცია ერთ პროგრამაშია თავმოყრილი და აღარ არის აუცილებელი ჯგუფის ყველა წევრი საერთო სივრცეში, ერთად მუშაობდეს. სამეგრელოს ერთ პატარა ქალაქსა და ამერიკას შორის ათეულობით ათასი კილომეტრი, ოკეანე და ერთი კონტინენტია. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ამ ქალაქში გაკეთებული ანიმაციები ამერიკულ ბაზარზე გადიოდეს.

დღეს 21 წლის ხობელ ანიმატორზე მოგიყვებით, რომელიც შეკვეთების პარალელურად საკუთარ იდეებსაც აცოცხლებს.

ლევან კოდუამ ეს საქმე დამოუკიდებლად, მოსწავლეობის დროს ისწავლა. პირველად შეკვეთისთვის ჰონორარი 11-ე კლასში მიიღო,იმუშავა სხვადასხვა ქართულ კომპანიაში და რამდენიმე თვის წინ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ სამუშაო სივრცე ხობში შეექმნა.

"ოთხი წელი ვმუშაობდი თბილისში, ვაკეთებდი თამაშებს და ანიმაციებს. მას შემდეგ, რაც მივიღე გამოცდილება, გადავწყვიტე, ხობში შემექმნა სამუშაო ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანიმაციით,მუსიკით და ციფრული ხელოვნებით არიან დაინტერესებული. მინდა აქაც იყოს იმის საშუალება, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რეალიზაცია აქ შეძლონ", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

ლევანი ამბობს, რომ დაინტერესებულ ადამიანებს შესაბამის ტექნიკას აძლევენ, ასწავლიან საქმეს და ეტაპობრივად მათ შეკვეთებში ჩართვას იწყებენ, რაშიც ახალბედა ანიმატორები შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ.

"ველოდებით ყველას, ზუგდიდიდან, სენაკიდან და სხვა ქალაქებიდანაც. "კოდუა სტუდიოს" კარი ყველასთვის ღიაა", - დასძენს ხობელი ანიმატორი.

ლევანის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო "მედეა" - თამაშის მოდელი , რომელიც მოსწავლეებს ქიმიის შესწავლაში ეხმარება.თამაშის პერსონაჟები სხადასხვა ქიმიური ელემენტია და თითოეულს მახასიათებლების შესაბამისი შესაძლებლობა აქვს. ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია, თუმცა სტუდია მზად არის ნებისმიერ დროს განაახლოს მასზე მუშაობა.

"ინსპირაცია ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო.ერთხელ კლასში რამდენიმე მოსწავლე გაგვიყვანა დაფასთან,ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და ასე ინტერაქციით აგვიხსნა ქიმიური რეაქცია.ეს თამაში ბევრ მოსწავლეს დაეხმარება ქიმიის სწავლაში", - გვიყვება ის.
"ძუკუ დელფინიას თავგადასავალი" - ასე ჰქვია "კოდუა სტუდიოს" ბოლო პროექტს. ანიმაცია მეგრულ ენაზეა შექმნილი და მასში სხვადასხვა ფოლკლორული ელემენტია გამოყენებული. ფილმი დაკარგულ ფოთელ დელფინზე გვიყვება,რომელიც ხობში აღმოჩნდება. მულტფილმზე მუშაობა სტუდიას ჯერ არ დაუსრულებია.

"კოდუა სტუდიო" გაფართოებას გეგმავს, ელოდებიან ადამიანებს, რომელთაც ახალი და საინტერესო საქმის შესწავლა სურთ. სტუდიის მთავარი მიზანი კი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის შექმნაა, ამისთვის მხარდაჭერა და დიდი ადამიანური რესურსია საჭირო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.