კაცი, რომელიც ხობის "კოლხეთით" ცხოვრობს - ფან-კლუბის დირიჟორი დათო ქაჯაია
15:55 / 10.04.2023
საფეხბურთო ისტორია ხობში 1936 წლიდან იღებს სათავეს. ზუსტად 87 წლის წინ დაარსდა საფეხბურთო კლუბი "კოლხეთი ხობი". დღემდე ამ პატარა გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა, სხვადასხვა დროს ხობის კოლხეთის ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ.
ხობელებისთვის ყველა საშინაო მატჩი, რომელსაც "კოლხეთი" პაატა თათარიშვილის სახელობის მოედანზე მართავს, უმნიშვნელოვანესია, მით უფრო მას შემდეგ, რაც გუნდი ეროვნულ ლიგა ორში გადავიდა. ახლა მაყურებელი ორმაგად ცდილობს ტრიბუნიდან ფეხბურთელები ენერგიით დამუხტოს, რადგან კლუბის წარმატებამ გულშემატკივარს კიდევ უფრო ძლიერი მოტივაცია მისცა.
მუხტს და გულშემატკივრის ემოციას კი მოთამაშეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული კავშირი კი ფეხბურთელებს მუდმივად მათთან მყოფ ფან-კლუბის წევრებთან აქვს. "San Mames"-ში კი ერთი ადამიანია, რომელიც ნებისმიერ მატჩზე, არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობენ, სახლში თუ სტუმრად სხვა ქალაქში, ქომაგებთან ერთად ტრიბუნაზე იქნება.
დათო ქაჯაია ხობის "კოლხეთის" ფანკლუბის "San Mames"-ის დირიჟორია. ის 90 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტს ხმაურობს, მოტივაციას აძლევს სხვა გულშემატკივრებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთელებს.
"ხობის "კოლხეთი" ნიშნავს სადილს, საუზმეს, ცხოვრებას, დღის წესრიგს, მისით ვცხოვრობ. "კოლხეთის" თამაშებს ახალ წელზე მეტად ველოდები. როცა ახლოვდება მატჩი, ყველაფერი მავიწყდება, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს დამოკიდებულება და ენერგია სხვებსაც გადავცე ფეხბურთელებს," - ამბობს ფანკლუბის დირიჟორი.
7 აპრილსაც მოუთმენლად ელოდა. ხობელებმა ამ დღეს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლეს. დათო ღელავს, რადგან მეტოქე ლიგის მეორეადგილოსანია, თუმცა ყველაფერი "კოლხეთის" სასარგებლოთ დასრულდა. ფეხბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხეს.
გულშემატკივარი მთელი 90 წუთის განმავლობაში მატჩის ბოლო წამებს ელოდა. გაისმა ფინალური სასტვენის ხმა და "კოლხეთის" ფეხბურთელები ტრიბუნებისკენ გამოიქცნენ. გამარჯვების პირველ წამებს და ემოციას მათ უზიარებენ, ვინც 90 წუთი თავს არ ზოგავს და მეტოქე გუნდს გამაყრუებელი ხმაურით აგრძნობინებს, რომ მოედანზე გასატარებელი 90 წუთი მარტივი არ იქნება.
"ითიშები, წყდები რეალობას, როცა ხედავ, რომ ბიჭები შენკენ მოდიან. გამგელებული თვალებით გვიყურებენ, ფაქტობრივად, მათი თვალების გარდა ვერაფერს ხედავ და ემოციასაც ვეღარ გამოხატავ. ეს ის კავშირია, რასაც ერთობა ჰქვია" - უყვება დათო ქაჯაია რადიო "ათინათს".
ხობის კოლხეთი 12 აპრილს ლიგა 2-ის პირველ ადგილოსანს საგარეჯოს "გარეჯს" სტუმრად დაუპირდაპირდება. ქომაგები უკვე ემზადებიან მათი გუნდის საგულშემატკივროდ. ფანკლუბის დირიჟორი გულშემატკივრებთან ერთად იქნება და საყვარელ გუნდს ხმაურით და შეძახილებით გაამხნევებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები