სოხუმის დაცემიდან 30-ე წელს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან დასაკავშირებლად სამეგრელოს ტერტორიიდან მხოლოდ 2 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს - ენგურის ხიდსა და ფახულანი-საბერიოს საზღვარზე.
კიდევ ორი - ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის ე.წ. სასაზღვრო პუნქტი კი, წლებია, აღარ ფუნქციონირებს.
რადიო "ათინათმა" გადაიღო გზები აფხაზეთისკენ ენგურის ხიდის, ორსანტია-ოტობაიის, ფახულანი-საბერიოსა და ხურჩა-ნაბაკევის გავლით. ეს უკანასკნელი სწორედ ის ადგილია, სადაც გიგა ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები