ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა "აფხაზეთი საქართველოა" გაიხსნა (ვიდეო)
17:32 / 01.12.2023
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი გამოფენას "აფხაზეთი საქართველოა" მასპინძლობს.
ნიკოსეული სასახლის სამეჯლისო დარბაზში მუზეუმში დაცული, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არტეფაქტების დათვალიერებაა შესაძლებელი. გამოფენის მიზანიც აღნიშნული არტეფაქტების წარმოჩენაა, რომელთა უმეტესობა ადასტურებს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. წარმოდგენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ხოლო შემდგომ უკვე მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული მასალები, მათ შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI-X საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ცული, სპილენძის ყალიბთან ერთად - თაგილონიდან, რუკები.
გამოფენაზე ასევე იხილავთ წარწერიან ქვას ჯეგეთიდან, (ასომთავრული ანბანური დამწერლობით შესრულებულს), რომელიც თარიღდება მე–17 საუკუნით, ლევან დადიანისა და აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის მოღვაწეობის პერიოდში.
წარმოდგენილია დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები, აფხაზური მუსიკალური საკრავი - აფხიარცა და ფოტომასალა. მათი დათვალიერება 24 დეკემბრამდეა შესაძლებელი ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები